რუპერტ მერდოკი
რუპერტ მერდოკი | |
---|---|
რუპერტ მერდოკი 2012 წელს | |
მშობლიური სახელი | Rupert Murdoch |
დაბადების სახელი | კით რუპერტ მერდოკი |
დაბადების თარიღი |
11 მარტი, 1931 მელბურნი, ავსტრალია |
ეროვნება | ავსტრალიელი |
მოქალაქეობა | ავსტრალია → აშშ |
განათლება | ვუსტერ-კოლეჯი |
ქონება | 21.9 მილიარდი აშშ დოლარი (თებერვალი, 2021)[1] |
მეუღლე(ები) | ჯერი ჰოლი (იქ. 2016) |
შვილ(ებ)ი | 6 |
მშობლები |
მამა: კით მერდოკი დედა: ელისაბედ გრინი |
ჯილდოები |
კით რუპერტ მერდოკი (ინგლ. Keith Rupert Murdoch; დ. 11 მარტი 1931, მელბურნი, ავსტრალია) — ავსტრალიური წარმოშობის ამერიკელი მეწარმე და მედიამაგნატი, რომელიც News Corp-ის მეშვეობით ფლობს ასობით ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო გამომცემლობებს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში („The Sun“ და „The Times“), ავსტრალიაში („The Daily Telegraph“, „Herald Sun“ და „The Australian“), აშშ-ში („The Wall Street Journal“ და „New York Post“), წიგნების გამომცემლობას „HarperCollins“ და ტელეარხებს „Sky News Australia“ და „Fox News“ (Fox Corporation-ის მეშვეობით). იგი აგრეთვე ფლობდა სატელეკომუნიკაციო კომპანია Sky-ის (2018 წლამდე), კინოკომპანია 21st Century Fox-სა (2019 წლამდე) და აწ უკვე გაუქმებულ გაზეთ „News of the World“-ს.
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლიდან, მერდოკი, მამის მცირე გაზეთის „The News“ ხელმძღვანელობას შეუდგა. 1950-1960-იან წლებში გახდა რიგი გაზეთების მფლობელი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. 1969 წელს შეისყიდა ბრიტანული ტაბლოიდი „News of the World“. საკუთარი ინტერესების გასაფართოებლად და ამერიკის ბაზარზე შესასვლელად 1974-წელს საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში. ამასთანავე მან შეინარჩუნა საკუთარი ინტერესები ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოში. 1981 წელს შეისყიდა მსოფლიოში ცნობილი გაზეთი „The Times“. 1985 წელს იქცა აშშ-ის ნატურალიზებულ მოქალაქედ, რითაც უარი თქვა ავსტრალიის მოქალაქეობაზე, რათა დაეკმაყოფილებინა იურიდიული მოთხოვნა აშშ-ის სატელევიზიო ქსელების ფლობის შესახებ.[2] იმავე წელს მისმა ჰოლდინგურმა კომპანია News Corporation-მა შეისყიდა კინოკომპანია 20th Century Fox, 1989 წელს — გამომცემლობა HarperCollins,[3] ხოლო 2007 წელს — ჟურნალი „The Wall Street Journal“ (2007). 1990 წელს მერდოკმა დააარსა ბრიტანული ტელეკომპანია „Sky“. 1990-იან წლებში მან საკუთარი საქმიანობა გააფართოვა აზიასა და ლათინო ამერიკაში. 2000 წელს მერდოკის „News Corporation“ ფლობდა 800-ზე მეტ კომპანიას 50-ზე მეტ ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულება 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა.
2011 წლის ივლისში მერდოკი სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. მისი კომპანიის, მათ შორის „News of the World“-ის თანამშრომლები რეგულარულად ახორციელებდნენ ცნობილი ადამიანების, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, სახელმწიფო მოხელეებისა და მათ შორის რიგითი ადამიანების ტელეფონების უკანონოდ მოსმენას. 2012 წლის 21 ივლისს მერდოკმა News International-ის დირექტორის თანამდებობა დატოვა.[4][5]
მერდოკს საკუთარი ბიზნესისა და[6][7][8] პოლიტიკური მოკავშირეების მხარდაჭერის მიზნით, მის მრავალ გაზეთსა თუ ტრლეარხს მედიამიკერძოებაში ადანაშაულებენ.[9][10][11] ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, მერდოკი დიდ გავლენას ახდენდა აშშ-ში, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე.[9][12][13]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რუპერტ მერდოკი“ ვიკისაწყობში.
- რუპერტ მერდოკი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- რუპერტ მერდოკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- გარეგნობა C-SPAN-ზე
- რუპერტ მერდოკი — Newscorp.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Forbes profile: Rupert Murdoch. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 June 2017. ციტირების თარიღი: 2 June 2018
- ↑ The encyclopedia of the history of American management (2005) Morgen Witzel Continuum International Publishing Group p393 ISBN 978-1-84371-131-5
- ↑ „Rupert Murdoch faces authors' revolt“. BBC. 1 March 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2017. ციტირების თარიღი: 24 July 2011.
- ↑ „Rupert Murdoch resigns as News International director“. BBC News. London. 21 July 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 January 2016. ციტირების თარიღი: 21 July 2012.
- ↑ Burns, John F.; Somaiya, Ravi (23 July 2012). „Murdoch Resigns From His British Papers' Boards“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2017. ციტირების თარიღი: 18 February 2017.
- ↑ Follow the money: how News Corp wields power to defend its interests (21 September 2018). ციტირების თარიღი: 12 September 2020
- ↑ Eight more reasons to distrust Rupert Murdoch. en (8 May 2007). ციტირების თარიღი: 12 September 2020
- ↑ James Barron and Campbell Robertson (19 May 2007). „Page Six, Staple of Gossip, Reports on Its Own Tale“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 February 2017. ციტირების თარიღი: 19 May 2007. ციტატა: „The harshest criticism of Mr. Murdoch from within Dow Jones has been that he is willing to contort his coverage of the news to suit his business needs, in particular that he has blocked reporting unflattering to the government of China. He has invested heavily in satellite television there and wants to remain in Beijing’s favor.“
- ↑ 9.0 9.1 6 Takeaways From The Times's Investigation Into Rupert Murdoch and His Family (3 April 2019). ციტატა: „Fox News has long exerted a gravitational pull on the Republican Party in the United States, where it most recently amplified the nativist revolt that has fueled the rise of the far right and the election of President Trump. Mr. Murdoch’s newspaper The Sun spent years demonizing the European Union to its readers in Britain, where it helped lead the Brexit campaign that persuaded a slim majority of voters in a 2016 referendum to endorse pulling out of the bloc. Political havoc has reigned in Britain ever since. And in Australia, where his hold over the media is most extensive, Mr. Murdoch’s outlets pushed for the repeal of the country’s carbon tax and helped topple a series of prime ministers whose agenda he disliked, including Malcolm Turnbull last year.“ ციტირების თარიღი: 12 September 2020
- ↑ Australia's Murdoch moment: has News Corp finally gone too far? (10 May 2019). ციტირების თარიღი: 12 September 2020
- ↑ Bruce Page (27 October 2011). The Murdoch Archipelago. Simon and Schuster. ISBN 978-1-84983-780-4.
- ↑ James Thomas (7 May 2007). Popular Newspapers, the Labour Party and British Politics. Routledge. ISBN 978-1-135-77373-1.
- ↑ Mahler, Jonathan; Rutenberg, Jim (3 April 2019). „How Rupert Murdoch's Empire of Influence Remade the World“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 April 2019. ციტირების თარიღი: 26 April 2019.