The Hooters
იერსახე
| The Hooters | |
|---|---|
|
The Hooters 2018 წელს, ფრაიბურგი. | |
| ბიოგრაფია | |
| წარმოშობა | ფილადელფია, პენსილვანია, აშშ |
| ჟანრ(ებ)ი | როკი, ახალი ტალღა, რუტს-როკი, კელტური როკი |
| აქტიური | 1980–დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი | Columbia, MCA, Megaforce |
| წევრები |
|
| ყოფილი წევრები |
|
| საიტი | hootersmusic.com |
| The Hooters ვიკისაწყობში | |
The Hooters — ამერიკული როკ-ჯგუფი ფილადელფიიდან. მათ მუსიკაში გაერთიანებულია როკის, რეგის, სკას და ხალხური მელოდიების ელემენტები. ჯგუფმა პირველად წარმატება მოიპოვა 1980-იანებში, MTV-ის ეთერში ხშირი მოხვედრით და სიმღერებით „All You Zombies“, „Day by Day“, „And We Danced“ და „Where Do the Children Go“. 1985 წელს ისინი Live Aid-ზე გამოვიდნენ, გახსნეს რა ფილადელფიის კონცერტი.
1980-იანებში და 1990-იანებში ჯგუფს ჰქონდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომერციული წარმატება, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც იგი გამოვიდა ბერლინში, The Wall-ის დადგმაზე.
2007 წელს გამოვიდა The Hooters-ის დღეისთვის ბოლო ალბომი Time Stand Still.