Terra Rossa

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერა-როსა

ტერა-როსა (იტალ. Terra rossa – წითელი ნიადაგი) — კარბონატული ქანების გამოფიტვის არახსნადი პროდუქტები, რომელიც გავრცელებულია მოწითალო თიხოვანი წარმონაქმნების სახით.[1] მდიდარია რკინის ჟანგეულების ჰიდრატებითა და ალუმინით. წარმოიქმნება ნოტიო და მშრალი სუბტროპიკული ჰავის პირობებში გაკრისტალებულ კირქვებზე. დამახასიათებელია ღია მოწითალო შეფერილობა. როგორც რელიქტური წარმონაქმნი შესაძლოა განვითარდეს სხვა ბიოკლიმატურ პირობებში (რელიქტური Terra rosa). ასეთ შემთხვევაში ისინი თანამედროვე ნიადაგისათვის წარმოადგენენ ნიადაგთწარმომქმნელ ძირითად ქანს. ხელსაყრელ პირობებს იძლევა ღვინის წარმოებისათვის. აღსანიშნავია მოწითალო ნიადაგზე განვითარებული ღვინის რეგიონები ესპანეთსა და ავსტრალიაში.[2]

ტერა-როსა ფართოდ არის გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით იტალიასა და საბერძნეთში. გავრცელებულია აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილსა და ჩინეთის სამხრეთ ნაწილში.[1]

ცოტად თუ ბევრად იგი გავრცელებულია შავიზღვისპირეთის ქვეყნებში (საქართველო, ყირიმი) და ასევე შუა აზიის მთებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Terra_Rossa&oldid=2397581“-დან