Sword Art Online

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Sword Art Online
Sword Art Online light novel volume 1 cover.jpg
ソードアート・オンライン
ჟანრი მოქმედება, თავგადასავალი, დრამა
რანობე
ავტორი რეკი კავაჰარა
ილუსტრატორი abec
გამომცემელი ASCII Media Works
გამომცემელი ინგლისურად Yen Press
დემოგრაფია მამრობითი
იმპრინტი Dengeki Bunko
გამოიცა 10 აპრილი 2009
ტომები 19
მანგა

  • Sword Art Online
  • Sword Art Online: Aincrad
  • Sword Art Online: Fairy Dance
  • Sword Art Online: Girls Ops
  • Sword Art Online: Progressive
  • Sword Art Online: Phantom Bullet
  • Sword Art Online: Calibur
  • Sword Art Online: Mother's Rosario
  • Sword Art Online Alternative: Gun Gale Online
  • Sword Art Online: Project Alicization

Sword Art Online“ (იაპონ. ソードアート・オンライン) — იაპონური მსუბუქი ნოველების სერია, რომლის ავტორია რეკი კავაჰარა, ხოლო ილუსტრატორი - abec. მათში მოქმედება მიმდინარეობს ახლო მომავალში და უკავშირდება ვირტუალურ რეალობას და ონლაინ თამაშებს. გამოცემა დაიწყო 2009 წელს ASCII Media Works-ის Dengeki Bunko-ზე, ხოლო განშტოების გამოცემა დაიწყეს 2012 წლის ოქტომბერში. ASCII Media Works-ს და Kadokawa-ს ეკუთვნის რვა მანგა-ადაპტაცია. ნოველები და მანგა ადაპტაციები ლიცენზირებული იქნა აშშ-ში Yen Press-ის მიერ.

სატელევიზიო ანიმე სერიალი ამავე სახელწოდებით იაპონიაში გადიოდა 2012 წლის ივლისში-დეკემბერში. სპეციალური დამატებითი ეპიზოდი გავიდა 2013 წლის 31 დეკემბერს, ხოლო მეორე სერიალი, Sword Art Online II დაიწყო 2014 წლის ივლისში. ვიდეო თამაში, Sword Art Online: Infinity Moment გამოვიდა PlayStation Portable-ზე 2013 წლის მარტში, ხოლო მეორე თამაში, Sword Art Online: Hollow Fragment, პლატფორმისთვის PlayStation Vita გამოვიდა 2014 წლის აპრილში. მესამე თამაშის გამოშვება დაგეგმილია 2015 წლისთვის.

Sword Art Online-ს მნიშვნელოვანი კომერციული წარმატება ხვდა წილად. ნოველები ითვლება 2012 წლის ყველაზე გაყიდვად სერიად. ანიმე სერიალის შეფასება არაერთგვაროვანიდან დადებითამდე მერყეობდა. კრიტიკოსების ნაწილმა ვირტუალური რეალობის ფსიქოლოგიური ასპექტების განხილვის მცდელობა დადებითად შეაფასა, თუმცა სხვებმა უარყოფითად მიმოიხილეს სერიალის მიმდინარეობა და სცენარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]