Sono cose che capitano

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sono cose che capitano
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 12 ივნისი, 1989
ჟანრი პოპი
ლეიბლი Philips
პროდიუსერი ვინჩე ტემპერა, მასიმო ლუკა, რონი
ბიაჯო ანტონაჩი — ქრონოლოგია
Sono cose che capitano
(1989)
Adagio Biagio
(1991)

Sono cose che capitano — იტალიელი მომღერალ და მუსიკოს ბიაჯო ანტონაჩის სადებიუტო ალბომი, რომელიც 1989[1] წლის 12 ივნისს გამოვიდა. მისი პროდიუსერები თავად ანტონაჩი და იტალიელი მუსიკოსები, რონი, ვინჩე ტემპერა და მასიმო ლუკა იყვნენ.

ალბომში შესული ყველა სიმღერის ავტორი ბიაჯო ანტონაჩია, გარდა სიმღერისა „Voglio vivere in un attimo“. ეს სიმღერა, რომელიც მის მეგობარ რონს ეკუთვნის, ანტონაჩიმ 1988 წელს სან-რემოს ფესტივალზე წარმოადგინა, ხოლო სიმღერა „Sono cose che capitano“-ის ნაწილი, რომლის სახელი თავად ალბომსაც ეწოდა, ასევე რონთან ერთადაა დაწერილი და ბიაჯო ყოველთვის მასთან ერთად ასრულებს. ალბომის წარმატება სინგლმა „Fiore“ განაპირობა, რომელიც შემდეგ ანტონაჩიმ სხვა კოლექციებშიც შეიყვანა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Che fretta c'è - 4:13
  2. Le mie donne - 3:46
  3. Ci vediamo venerdì - 4:00
  4. Ti prenderò ballando - 3:40
  5. Lady - 3:33
  6. Voglio vivere in un attimo - 4:26
  7. Briciola - 3:53
  8. Sono cose che capitano - 3:50
  9. Zingarella - 2:26
  10. Ma che bella che sei - 4:18
  11. Fiore - 5:05
  12. Buona notte - 2:59

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]