Adagio Biagio

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Adagio Biagio

სტუდიური ალბომი - ბიაჯო ანტონაჩი
გამოცემის თარიღი 14 იანვარი, 1991
ჟანრი პოპი
ხანგრძლივობა 41:34
ლეიბლი Philips
პროდიუსერი რობერტო კოსტა
ბიაჯო ანტონაჩი – ქრონოლოგია

Sono cose che capitano
(1989)
Adagio Biagio
(1991)
Liberatemi
(1992)

Adagio Biagio — იტალიელი მომღერალ და მუსიკოს ბიაჯო ანტონაჩის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც 1991[1] წლის 14 იანვარს გამოვიდა ლეიბლზე Philips. მისი პროდიუსერი რობერტო კოსტა იყო. ალბომში შესული ყველა სიმღერის ავტორი ბიაჯო ანტონაჩია. თუმცა, ცნობილია, რომ სათაური, Adagio Biagio, ანტონაჩის 1927 წელს ანჯელო რამირო ბორელასა და ვიტორიო მასკერონის მიერ პაოლო ბერნარდისთვის დაწერილმა იმავე სახელწოდების სიმღერამ შთააგონა. მუსიკოსმა მასში, როგორც ალბომის გამხსნელ სიმღერაში, გარკვეული ცვლილებები შეიტანა.

ანტონაჩის სადებიუტო ალბომის მსგავსად, განსაკუთრებული წარმატება ვერც Adagio Biagio–ს ხვდა წილად, მაგრამ, სიმღერებმა Danza sul mio petto და Però ti amo სხვადასხვა რადიოს ეთერში წარმატება იქონიეს და მომღერალმა მსმენელის გარკვეული ყურადღება დაიმსახურა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Adagio Biagio - 0:29
  2. Se tu fossi come - 4:27
  3. Danza sul mio petto - 4:59
  4. Però ti amo - 4:00
  5. Baciami stupido - 3:20
  6. Cercasi disperatamente amore - 4:28
  7. Tra le righe - 5:27
  8. Orchidea - 3:46
  9. Il festival di Gabicce Mare - 3:56
  10. Terremoto - 4:12
  11. Yvette, Yvette - 3:46

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Adagio_Biagio&oldid=3316966“-დან