SU-76

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
SU-76M
Su76 nn.jpg
SU-76M თვითმართვადი დანადგარი ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი
ტიპი: თვითმართვადი დანადგარი
ქვეყანა: საბჭოთა კავშირი
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი: ს. გინსბურგი
შემუშავებულია: 1942
წარმოების წლები: 1942–1945
სულ გამოშვებულია: ~14,292 (13,932 SU-76M & 360 SU-76)
მახასიათებლები
მასა, კგ: 10,600 kg (23,320 lb)
დაჯავშნა: Front: 35 მმ[convert: unknown unit]
Side: 16 mм (0.63 in)
ძრავის ტიპი და მოდელი: 2× GAZ-203 4 cylinder gasoline engines
სიჩქარე, კმ/ს: 45 კმ/ს
კუთრი სიმძლავრე, ც.ძ./т: 17 hp/tonne
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ.: 2× 85 ცხენის ძალა; (63 + 63 kW)
სვლის მარაგი, კმ: 300 კმ
შეჩერება: torsion bar
ძირითადი შეიარაღება: 76 mm (2.99 in) ZIS-3Sh gun
სიგრძე, მმ: 4.88 m (16 ft)
სიგანე, მმ: 2.73 m (8 ft 11 in)
სიმაღლე, მმ: 2.17 m (7 ft 1 in)
ეკიპაჟი: 4

SU-76 — (რუს. самоходная установка) — საბჭოთა თვითმართვადი დანადგარი, გამოიყენებოდა როგორც მეორე მსოფლიო ომში, ასევე მისი დასრულების შემდეგ. SU-76 შეიქმნა მსუბუქი T-70-ის გადიდებულ ჩარჩოზე. უბრალო კონსტრუქციის წყალობით გახდა საბჭოთა კავშირის მიერ მეორე ყველაზე წარმოებადი ჯავშანტექნიკა T-34-ის შემდეგ. მან დაიმსახურა ეკიპაჟის მოწონება უბრალოების, სანდოობისა და ადვილად გამოყენებადობის გამო. მიუხედავად ამისა, ხშირად მისი მობრუნება ჭირდა, რამაც მას დაუმკვიდრა შემდეგი ზედმეტსახელები: сука ან сучка. ასევე იყენებდნენ მესამე ზედმეტსახელს Голожопый Фердинанд, რადგან გერმანული ტანკ გამანადგურებლის „სპილოს“ (გერმ. Ferdinand) მსგავსად მძიმე და ამავდროულად ადვილად გასახვრეტი იყო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

SU-76-ის წარმოება დაიწყო 1942 წლის ნოემბრიდან, როდესაც სახელმწიფოს დაცვის კომიტეტმა შეუკვეთა თვითმავალი დანადგარი, რომელსაც მიმაგრებული ექნებოდა 76.2 მილიმეტრიანი Zis-3 ტანკ გამადგურებელი იარაღი ან 122 მილიმეტრიანი M-30 howitzer-ი, რომელიც ქვეით ჯარს დაეხმარებოდა. საბოლოოდ გადაწყდა T-70-ის ჩარჩოზე მიემაგრებინათ ZiS-3. მისი მყარად დამონტაჟების მიზნით კი ტანკის დაგრძელება და ორივე მხარეს თითო ბორბლის დამატება გახდა საჭირო. ამავდროულად ტანკის უკანა, ჭერისა და ზედა-უკანა მხარე დაუცველი და ადვილად გასახვრეტი იყო.

SU-76-ის პროტოტიპი – SU-76s-იც, რომელსაც ორი დამოუკიდებელი GAZ-202 პარალელურად დამონტაჟებული ძრავი ჰქონდა (სადაც თითო ძრავა ამოძრავებდა ერთ მუხლუხოს) ითვლებოდა არასანდოდ. მძღოლისთვის ორი ძრავის ერთდროულად მართვა შედარებით რთული აღმოჩნდა, ძლიერი ვიბრაციის გამო SU-76-ის ამ პროტოტიპებს, ადვილად უფუჭდებოდა გადაცემათა კოლოფი, ან უკიდურეს შემთხვევაში თავად ძრავა. 320 SU-76s-ის გამოშვების შემდეგ, მასიური გამოშვება, ამ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, შეწყდა. GAZ-ის მთავარმა დიზაინერებმა, ნ. ასტროვმა და ა. ლიპგარტმა, შეცვალეს ძრავის ტიპი და ამიერიდან მას ერთდროულად მომუშავე ორი T-70-ის ძრავა ჰქონდა. ამავდროულად დიზაინერებმა გადაწყვიტეს ჯავშნიანი თავის ზედა ნაწილი მოეხსნათ რათა იარაღის განყოფილებას უფრო მეტი ადგილი დათმობოდა. ამ შეცვლილ ვერსიას კი ეწოდა SU-76M-ი და მასიურ წარმოებაში ჩაეშვა 1943 წლიდან.

წარმოების გაგრძელების შემდეგ, GAZ-მა და კიდევ ორმა ჯავშანტექნიკის მწარმოებელმა ქარხანამ, რომლებიც მდებარეობს კიროვისა და მოსკოვის ოლქში, გამოუშვა 13, 932 SU-76Ms; რომელთა წარმოებაც 1945 წლის მეორე ნახევარში შეწყდა. ხშირად ტექსტებში, ტელევიზიებსა და რადიოებში SU-76Ms-ს მოიხსენიებდნენ როგორც SU-76s.

SU-76-ი იყო საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული ანტისაჰაერო ჯავშანტექნიკის პროტოტიპი, რომელსაც სახელად ეწოდა ZSU-37. მისი მასიური წარმოება დაიწყო მაშინ როდესაც SU-76M-ის წარმოება შეწყდა. ომის დამთავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ ყველა SU-76Ms გამოიყვანეს წინა ხაზიდან, თუმცა, 1955 წლამდე, რამდენიმე მათგანი მაინც გამოიყენებოდა T-34-ის ეკიპაჟის წევრების გასაწრთვნელად.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

OSU-76 ექსპერიმენტალური მოდელი რომელიც T-60-ის ჩარჩოზე შეეიქმნა.

SU-76 შეიქმნა დაგრძელებული T-70-ის ჩარჩოზე, რომელსაც T-70s-ის ორმაგ ძრავიანი სტრუქტურა გააჩნდა. ამ ტიპის ცოტა რაოდენობის ტანკი გამოუშვეს და მათი, წინა ხაზიდან, დროზე ადრე გამოყვანა გახდა აუცილებელი.

SU-76M ყველაზე ხშირად წარმოებადი და სანდო მოდელი.

SU-76B გამოირჩეოდა თანამედროვე ჯავშანსატრანსპორტო ფუნქციით. გამოიშვა მხოლოდ რამდენიმე პროტოტიპი.

ZSU-37 თვითმართვადი ანტი-საჰაერო იარაღი, შეიქმნა SU-76-ზე დაყრდნობით.

SU-76i 1941 წელს შეიქმნა Panzer III და Stug III ჩარჩოზე, აღჭურვილი იყო ZiS-5 76.2 მილიმეტრიანი იარაღით. დაახლოებით 200 ამ ტიპის შეპყრობილი ტანკი გადაიგზავნა №37-ე ქარხანაში, სადაც დაუმაგრდა თანადროული ზედასტრუქტურა. გაუმჯობესებული ჯავშანტექნიკა კი 1943 წლის შემოდგომას გადიაგზავნა ტანკებისა და თვირთმართვადი დანადგარების დანაყოფებში. ამ დასახელების ყველა ტანკმა 1944 წლის პირველ ნახევარში დატოვა ფრონტის ხაზი, და გამოიყენებოდა სატანკო დივიზიის გასაწრთვნელად 1945 წლამდე.

SU-76P შეიქმნა 1941 წელს, T-26-ის თავის მოხსნითა და ძრავის მხარეს 76 მილიმეტრიანი რემიმენტული M1927 იარაღის დამაგრებით. ის აიგო ლენინგრადის ბლოკადის დროს. მისი შექმნა გახდა საჭირო მაშინ, როდესაც ლენინგრადის მარაგში ამოიწურა 45 მილიმეტრიანი ადვილად ფეთქებადი ჭურვები, ამიტომაც ეს ტანკები აღიჭურვა 37 ან 76 მილიმეტრიანი იარაღებით, რომლისთვისაც ლენინგრადის მარაგში მოიძებნებოდა დიდი რაოდენობით ამუნიცია. მათ ნამდვილი სახელი SU-76 იყო, სანამ გამოჩნდებოდა ნამდვილი SU-76, რომლის გამოჩენის შემდეგაც მათ დაერქვათ SU-76P ("полковой")

1978 111-ე ინსტიტუტმა რუმინეთიდან, დააპროექტა ჯავშან-სატრანსპორტო ტანკი, რომელიც დაპროექტდა SU-76-ის ჩარჩოზე და თავზე დამაგრებული ჰქონდა TAB-71. რომელიც წარმოებაში ჩაეშვა შემდეგი სახელით MLVM (რუმ. Mașina de Luptă a Vânătorilor de Munte-„vânători de munte-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანა“)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=SU-76&oldid=3748650“-დან