Ring Of Honor

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Ring Of Honor
ტიპი კერძო კომპანია
დაფუძნდა 2002
დამაარსებელი გეიბ საპოლსკი რობ ფეინშტეინი
სათავო ოფისი ბრისტოლი, პენსილვანია
შვილობილ(ებ)ი Sinclair Broadcast Group
საიტი ოფიციალური საიტი

Ring Of Honor (ROH)ამერიკული რესლინგ-პრომოუშენი, რომელიც შეიქმნა 2002 წელს გეიბ საპოლსკის და რობ ფაინშტეინის მიერ. 2002 წლიდან 2011 წლამდე ფედერაცია ეკუთვნოდა ქერი სილკინს, მაგრამ 2011 წლის მაისში პრომოუშენი შეიძინა Sinclair Broadcast Group-მა. ROH არის მესამე უდიდესი რესლინგ-ფედერაცია აშშ-ში.

ძირითადად პრომოუშენი PPV-ებს ატარებს აშშ-ის ფარგლებში, თუმცა ხანდახან შოუები ტარდება კანადაში, დიდ ბრიტანეთში და იაპონიაში. ყოველწლიურ PPV-ებში შედიან ისეთი შოუები, როგორც Death Before Dishonor, Glory By Honor და Final Battle (წელიწადის უკანასკნელი შოუ). Survival of the Fittest და Tag Wars ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.

Ring Of Honor-ის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის აპრილში, ECW-ს გაბანკროტების შემდეგ რობ ფეინშტეინმა გადაწყვიტა, შეექმნა თავისი პრომოუშენი და გაეყიდა DVD დისკები. პირველი შოუ გაიმართა 2002 წლის 23 თებერვალს ECW-ს ყოფილ საშინაო სტადიონზე ფილადელფიაში (პენსილვანია, აშშ). სულ გაიმართა 9 მატჩი, რომელთა შორის იყო ბრძოლა ედი გერეროსა და სუპერ ქრეიზის მატჩი IWA-ს ინტერკონტინენტალური ტიტულისათვის და მატჩი ბრაიან დენიელსონის, კრისტოდერ დენიელსისა და ლოუ კის შორის (ეს სამეული ასევე ცნობილია სახელით „ROH-ს დამაარსებლები“).

2004 წელს ფედერაციის პრეზიდენტი რობ ფეინშტეინი გაეხვა. მას ბრალი დაედო არასრულწლოვანი ინტერნეტის დახმარებით გოგონის ცდუნებაში. მიმოწერების გამოქვეყნების შემდეგ ფეინშტეინი გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან, ხოლო რესლინგ-ფედერაცია TNA-მ თანამშრობლობის კონტრაქტი გაწყვიტა ROH-თან.

2007 წლის ივლისში ROH-მა ჩაატარა შოუები Pro Wrestling NOAH-თან 16 ივლისს ტოკიოში და Dragon Gate-სთან 17 ივლისს ოსაკაში. მალევე Ring Of Honor გახდა პირველი ამერიკული რესლინგ-პრომოუშენი, სადაც ყველა ჩემპიონი არაამერიკელი იყო: ნარუკი დოი და სინგო Dragon Gate-დან იყვნენ გუნდური ჩემპიონები, ხოლო Pro Wrestling NOAH-დან ტაკესი მორისიმა იყო მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში.

2007 წლის მაისში ROH-მა მოაწერა ხელი G-Funk Sports & Entertainment-თან და დაიწყეს ყოველთვიური შოუების PPV (pay-per-view)-ს სტილში ჩატარება. 2009 წლის 26 იანვარს კომპანიამ განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა HDNet Fights-თან და პრომოუშენში გაჩნდება ყოველკვირეული შოუები.

2011 წლის მაისში Ring Of Honor გამოისყიდა Sinclair Broadcast Group-მა, რომელიც დღემდე ფლობს კომპანიის ყველა აქციას.

ღირსების კოდექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ROH სხვა პრომოუშენებისგან განსხვავდება იმით, რომ მას გააჩნია ე.წ „ღირსების კოდექსი“ - წესების სია, რომელიც აკონტროლებს რესლერების ქცევებს რინგზე. თავდაპირველად იგი შეიცავდა ხუთ წესს:

1. რესლერები ვალდებულები არიან მატჩის დაწყებამდე ერთმანეთს ხელი ჩამოართვან.

2. არანაირი ჩარევები - არ ჩაერიო სხვის მატჩებში და არავის მისცე საშუალება ჩაერიონ შენს მატჩში.

3. არანაირი „ბინძური“ თავდასხმები.

4. არ შეიძლება რეფერიზე თავდასხმა.

5. ნებისმიერი ქმედება, რომელსაც დისკვალიფიკაცია მოყვება, ავტომატურად არღვევს ღირსების კოდექსს.

2004 წლის დასაწყისში გეიბ საპოლსკიმ ჩათვალა, რომ ამ წესების დაცვა აღარაა საჭირო და კოდექსში წესების რაოდენობა ხუთიდან სამამდე შეამცირა და დღეს ეს კოდექსი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. რესლერებმა მატჩის დაწყებამდე და მისი დასრულების გარეშე ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვან.

2. რესლერებმა უნდა იბრძოლონ ღირსეულად.

3. რესლერებმა პატივი უნდა სცენ მსაჯს.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტული ამჟამინდელი ჩემპიონი ტიტულების რაოდენობა გამარჯვების თარიღი ტიტულის დაცვის რაოდენობა ტიტულის მოპოვების ადგილი შოუს დასახელება ყოფილი ჩემპიონი
ROH-ს ჩემპიონი ადამ კოული 1 2016 წლის 19 აგვისტო 13 ლას ვეგასი Death Before Dishonor XIV ჯეი ბრისკო
ROH-ს გუნდური ჩემპიონი The Young Bucks (ნიკ და მეტ ჯექსონები) 1 2016 წლის 30 სექტემბერი 4 ლოუელი, მასაჩუსეტსი All Star Extravaganza VIII The Addiction (კრისტოფერ დენიელსი და ფრენკი კაზარიანი)
ROH-ს სატელევიზიო ჩემპიონი ბობი ფიში 1 2016 წლის 8 მაისი 2 ჩიკაგო, ილინოისი Global wars 2016 ტომოჰირი ისშიი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ring_Of_Honor&oldid=3556790“-დან