Pseudoheterocaryum szovitsianum

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pseudoheterocaryum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  Pseudoheterocaryum
სახეობა:  Pseudoheterocaryum szovitsianum
ლათინური სახელი
Pseudoheterocaryum szovitsianum 
(Fisch. & C.A.Mey.) Kaz.Osaloo & Saadati
სინონიმები[1]
სია
    • Echinospermum pachypodum Hohen.
    • Echinospermum pachypodum Hohen. ex A.DC.
    • Echinospermum szovitsianum Fisch. & C.A.Mey.basionym
    • Heterocaryum pachypodum A.DC.
    • Heterocaryum pachypodum var. kotschyanum DC.
    • Heterocaryum rigidum Fisch. & C.A.Mey.
    • Heterocaryum szovitsianum (Fisch. & C.A.Mey.) A.DC.
    • Heterocaryum szovitsianum var. rigidum (DC.) Y.J.Nasir
    • Heterocaryum szovitsianum var. szovitsianum
    • Lappula szovitsiana (Fisch. & C.A.Mey.) Hand.-Mazz.
    • Lappula szovitsiana Druce
    • Paracaryum arabicum Velen.

Pseudoheterocaryum szovitsianum — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი, მომსხვილო, ზედა ნაწილში ძლიერ დატოტვილი ღერო. მთელი მცენარე თხელი ჯაგრისმსგავსი ბეწვითაა შებუსული. ფოთლები მოგრძოა, ვიწროხაზური ფორმის, მჯდომარე, ბლაგვი წვერით. მტევანი ნაყოფობისას ფაშარია, მცირეყვავილიანი, ხაზურ-ლანცეტა ფორმის გრძელი თანაყვავილაკებით. გვირგვინი იისფერ-ლურჯია, ჯამის ტოლი. ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. გავრცელებულია სამხრეთ კავკასიაში, შუა აზიაში, ირანში. საქართველოში გვხვდება კახეთში. იზრდება ქვიან და თიხნარ ფერდობებზე, მთისწინებზე, ნახევარუდაბნოსა და მეჩხერი ტყეების სარტყელში.[2] ადრე შედიოდა Heterocaryum-ის გვარში.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pseudoheterocaryum szovitsianum (Fisch. & C.A.Mey.) Kaz.Osaloo & Saadati. GBIF Backbone Taxonomy (2021). ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2021
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 102.
  3. Saadati, Nasim; Khoshsokhan Mozaffar, Maryam; Sherafati, Mahboubeh; Kazempour Osaloo, Shahrokh (2017). „Pseudoheterocaryum, a new genus segregated from Heterocaryum (Boraginaceae) on the basis of molecular data“. Australian Systematic Botany (ინგლისური). 30 (1): 105–111. doi:10.1071/SB16022. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)