Pseudoheterocaryum

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pseudoheterocaryum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  Pseudoheterocaryum
ლათინური სახელი
Pseudoheterocaryum
Kaz.Osaloo & Saadati, 2017

Pseudoheterocaryum — მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აერთიანებს 4 სახეობას, რომლებიც ადრე Heterocaryum-ის გვარს ეკუთვნოდნენ.[1] გავრცელებული არიან კავკასიაში, მცირე და შუა აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ირანში, ავღანეთში, პაკისტანში, დასავლეთ ჰიმალაიში, დასავლეთ ჩინეთში.[2]

ერთწლოვანი აღმავალი ან სწორმდგომი ბალახებია, სიმაღლეში 5–40 სმ, ღეროები, ტოტები და ფოთლები თხლად ან სქლადაა დაფარული ბუსუსებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, ამობურცული ძირიდანაა ამოსული. ფოთლები ხაზურიდან ხაზურ-ლანცეტა ფორმამდეა; ყუნწები გრძელი (H. subsessile-ს არ აქვს), სქელი; ჯამი ძირში დაყოფილია ლანცეტა-ხაზურ ფოთოლაკებად. გვირგვინი პატარაა, 5-ფურცლიანი; 4 არათანაბარი, ზიგომორფული და კონუსისებრი კაკლუჭა მთელ სიგრძეზე მიკრულია სვეტისებრ გინობაზაზე და არ ცალ-ცალკევდება, Heterocaryum-ისგან განსხვავებით, კაკლუჭებზე დანამატების მხოლოდ ერთ წყება აქვთ და მათი დორსალური (ზურგის) მხარის შუა ნაწილი შებუსული არ არის.[1]

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Saadati, Nasim; Khoshsokhan Mozaffar, Maryam; Sherafati, Mahboubeh; Kazempour Osaloo, Shahrokh (2017). „Pseudoheterocaryum, a new genus segregated from Heterocaryum (Boraginaceae) on the basis of molecular data“. Australian Systematic Botany (ინგლისური). 30 (1): 105–111. doi:10.1071/SB16022. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. Pseudoheterocaryum Kaz.Osaloo & Saadati | Plants of the World Online | Kew Science en. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2021