Pearson plc

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Pearson plc
დაფუძნდა 1844; 175 წლის წინ (1844), სამუელ პირსონის მიერ, ლონდონში (დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი)
დამაარსებელი სამუელ პირსონი
დარგი განათლება
პროდუქცია სასწავლო და ბეჭდვითი რესურსები (გაზეთები, წიგნები, ჟურნალები და ა.შ.)
ბრუნვა £4 513 მილიონი (2017)[1]
საწარმოო შემოსავალი £451 მილიონი (2017)[1]
სუფთა მოგება £408 მილიონი (2017)[1]
თანამშრომელი სიდნი ტაურელი (თავმჯდომარე)
ჯონ ფალონი (აღმასრულებელი დირექტორი)
საიტი pearson.com

Pearson PLC (ზოგჯერ ქართული ასოებით: პირსონი) — ბრიტანული ტრანსნაციონალური საგამომცემლო და საგანმანათლებლო კომპანია, რომლის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს. ის სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო მასალებსა და სერვისებს ქმნის ინსტიტუციების, სამთავრობო და ინდივიდუალური სწავლებისათვის.[2][3] კომპანია ქმნის ტესტებს, სასწავლო მეთოდებს, შეფასების სისტემებს და სხვა არაერთ სასწავლო სერვისს, მათ შორის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებს, საგანმანათლებლო კომპიუტერულ პროგრამებსა და მისთ. Pearson-ი ასევე ფლობს და მართავს სკოლებს.

კომპანიის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია 1844 წელს სამუელ პირსონმა დააარსა. ის 2015 წლამდე ფლობდა გაზეთს „The Financial times“, რომელიც აღნიშნულ წელს Nikkie-ს მიყიდა, თავად კი სტრატეგია შეცვალა და მთლიანად განათლებაზე ფოკუსირდა. განათლება დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის მთავარი მიმართულება იყო: პირსონი არის სახელმძღვანელოების და მასთან დაკავშირებული მასალების მსოფლიოს საუკეთესო გამომცემელი. [4] კომპანია სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიონალებს საგანმანათლებლო მასალებით უზრუნველყოფს. ამის გარდა, პირსონი ფლობს Penguin Random House-ის, ერთ-ერთი ცნობილი გამომცემლის 47%-იან წილს. ეს წილი მისი შემოსავლების 15%-ის მომტანია.

Pearson PLC დღეისათვის 28 კომპანიას ფლობს. მათ შორისაა Integrated Analytics LLC, Multi Holding, GlobalEnglish, Global Education & Technology Group, Pearson eCollege და სხვა.

2015 წელს კომპანია მუშაობდა ბრენდის დიზაინის სააგენტოსთან, Together Design-თან, რომ ერთობლივი ძალებით შეექმნათ კომპანიის ლოგო. ახალი ლოგო არის კითხვისა და ძახილის ნიშნების ისეთი კომბინაცია, რომ შეიქმნას ინგლისური ასო „P“.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Pearson-ის სათაო ოფისი

Pearson-ის საქმიანობა სამ ძირითად სეგმენტად იყოფა:[4]

კომპანია უშვებს სახელმძღვანელოებს ისეთი ბრენდების ქვეშ, როგორებიცაა BTEC, Bug Club, Fronter, GradPoint, Schoolnet და SuccessNet. დიდ ბრიტანეთში პირსონი იყენებს საგამოცდო საშუალება Edexcel-ს, რომელიც უშუალოდ დიდ ბრიტანეთში გამოიყენება.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Preliminary Results 2017 (PDF). წაკითხვის თარიღი: 11 March 2018.
  2. "The World's 54 Largest Publishers, 2017". Publisher's Weekly. 2017-08-25. https://www.publishersweekly.com/pw/by-topic/international/international-book-news/article/74505-the-world-s-50-largest-publishers-2017.html. წაკითხვის თარიღი: 2017-11-29.
  3. Private equity to buy Pearson's IDC for $3.4 billion“, 4 May 2010. წაკითხვის თარიღი: 18 August 2010. 
  4. 4.0 4.1 4.2 ბლუმბერგის ოფიციალური საიტი. https://www.bloomberg.com/quote/PSON:LN. წაკითხვის თარიღი: 2018-12-29.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pearson_plc&oldid=3663209“-დან