Nokia tune

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Nokia tune“ ტარეგას „Grande Valse“-ში, ფინალური A ორი ოქტავით დაბალია

Nokia tune (ნოკიას ძველ მობილურებში ასევე უწოდებდნენ Grande Valse-ს) — მუსიკალური ფრაზა სოლო გიტარის კომპოზიციიდან Gran Vals, რომელიც 1902 წელს შექმნა ესპანელმა კლასიკურმა გიტარისტმა და კომპოზიტორმა ფრანსისკო ტარეგამ.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს, კომპანია ნოკიას აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ანსი ვანიოკიმ, მთლიანი Gran Vals მიუტანა ლაური კივინენს (ამჟამად კორპორაციულ საქმეთა დირექტორი). ამის შემდეგ, მათ ერთად შეარჩიეს ნაწყვეტი მელოდიიდან, რომელსაც „Nokia tune“ უწოდეს.[2] ნაწყვეტი Grande Valse-ის 13–16 ტაქტებს შორის იყო. მელოდია, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში ნოკიამ დაარეგისტრირა როგორც ხმოვანი სავაჭრო ნიშანი,[3][4] პირველი მაიდენტიფიცირებადი მუსიკალური ზარი (Ringtone) იყო მობილურებზე.[5] პირველად იგი გამოჩნდა 1994 წელს გამოსულ Nokia 2110-ზე.[6]

Nokia tune მსოფლიო მასშტაბით დღეში 1,8 მილიარდჯერ ჟღერდება, წამში კი დაახლოებით 20 000-ჯერ.[7]

ნოკიას წარმომადგენელმა დანარჩენ ჩინეთში, ჰონგ-კონგელმა მომღერალმა ხალილ ფონგმა შექმნა სიმღერა „Coconut Shell“ (椰殼), რომელშიც Nokia tune-ს გარკვეული სეგმენტი აჟღერებულია ჩინურ ორსიმიან საკრავ ერჰუზე.

კანადელმა პიანისტმა მარკ-ანდრე ამლენმა Nokia tune-ზე დაყრდნობით დაწერა პატარა კომპოზიცია „Valse Irritation d'Après Nokia“ (ვალსი ნოკიასგან გაღიზიანების შემდეგ).[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tony Skinner, Raymond Burley (2002). Classical Guitar Playing: Grade Seven (LCM). Registry Publications Ltd, გვ. 10. ISBN 1-898466-67-X. 
  2. Juutilainen, Esa-Markku and Kukkula, Tapio (2007). Lukion Musa 1. WSOY, გვ. 41. ISBN 978-951-0-30756-4. 
  3. United States Patent and Trademark Office
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2014-01-26.
  5. Ryzik, Melena Z.. (10 July 2005) The Nokia Fugue in G Major. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 April 2008.
  6. Nokia: Mobile Revolution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-22. ციტირების თარიღი: 2014-01-26.
  7. How sound affects us interview with Julian Treasure on Radio New Zealand National Nine to Noon programme, 27 January 2010
  8. Thompson, Damian. (January 17, 2010) The Nokia ringtone turns into… music!. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: July 2, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nokia_tune&oldid=4218653“-დან