NGC 3621

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
NGC 3621
გალაქტიკა
NGC 3621
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა )
თანავარსკვლავედი ჰიდრას თანავარსკვლავედი
პირდაპირი ასვლა 11სთ 18წთ 16.52წმ
დახრილობა –32° 48′ 50.7″
მახასიათებლები
ტიპი SA(s)d
მანძილი 22 მლნ სინ. წელი
მასა 2 × 1010 m

NGC 3621სპირალური გალაქტიკა დედამიწიდან 22 მილიონი სინათლის წლის მანძილზე,[1][2] ჰიდრას თანავარსკვლავედის მიმართულებით. შედარებით კაშკაშაა და ადვილად დასანახია საშუალო ზომის ტელესკოპებით. გალაქტიკის დიამეტრი 93 000 სინათლის წელია და კიდედან შეხედვისას დახრილია 25°-ით. მისი ნათება მზეზე 13 მილიარდჯერ კაშკაშაა.[3] მორფოლოგიური კლასიფიკაციით, ჩვეულებრივი სპირალური გალაქტიკაა თავისუფალი, უსწორმასწორო მკლავებით.[4][5] არ შეენიშნება ამოზნექილობა.[6] გალაქტიკა ეულია, სხვა გალაქტიკებისგან იზოლირებული.[5][3]

NGC 3621-ს გააჩნია აქტიური ბირთვი, რომელიც სეიფერტის გალაქტიკათა ჯგუფის ოპტიკურ სპექტრს ემთხვევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცენტრში წარმოდგენილია დაბალმასიანი სუპერმასიური შავი ხვრელი. ბირთვში მოძრავ ვარსკვლავებზე დაკვირვებით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ამ ობიექტის მასა სამი მილიონი მზის მასის ტოლია.[6]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tully, R. Brent; Shaya, Edward J.; Karachentsev, Igor D.; Courtois, Hélène M. (March 2008), "Our Peculiar Motion Away from the Local Void", The Astrophysical Journal 676 (1): 184–205,
  2. Materne, J. (April 1979). "The structure of nearby groups of galaxies - Quantitative membership probabilities". Astronomy and Astrophysics 74 (2): 235-243. Bibcode 1979A&A....74..235M.
  3. 3.0 3.1 O'Meara, Stephen James (2013), Deep-Sky Companions: Southern Gems, Cambridge University Press, с. 203, ISBN 1107015014, http://books.google.com/books?id=S5QIEKns33sC&pg=PA203
  4. Bresolin, Fabio; Kennicutt, Robert C.; Ryan-Weber, Emma (May 2012), "Gas Metallicities in the Extended Disks of NGC 1512 and NGC 3621. Chemical Signatures of Metal Mixing or Enriched Gas Accretion?", The Astronomical Journal 750 (2): 122,
  5. 5.0 5.1 Buta, Ronald J.; Corwin, Harold G.; Odewahn, Stephen C. (2007), Atlas of Galaxies, Cambridge University Press, сс. 13–17, ISBN 0521820480, http://books.google.com/books?id=g-P7dCbB5MEC&pg=PA16
  6. 6.0 6.1 Barth, Aaron J.; Strigari, Louis E.; Bentz, Misty C.; Greene, Jenny E. (January 2009), "Dynamical Constraints on the Masses of the Nuclear Star Cluster and Black Hole in the Late-Type Spiral Galaxy NGC 3621", The Astronomical Journal 690 (1): 1031–1044,
  7. A special spiral galaxy for over 200 000 Facebook fans“. წაკითხვის თარიღი: 15 October 2013. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NGC_3621&oldid=3144063“-დან