Microsoft Azure
Microsoft Azure (ყოფილი Windows Azure[1][2]) — Microsoft-ის ღრუბლოვანი სერვისების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კომპანიის "ღრუბლოვან" დატაცენტრებში აპლიკაციების განთავსება და ვირტუალურად მაშტაბირება. Windows Azure ახორციელებს Platform as service (PaaS) მოდელს, როდესაც პლატფორმა კლიენტისთვის წარმოდგენილია როგორც სერვისი. Windows Azure წარმოადგენს აპლიკაციების შემუშავებისა და შესრულების შესაძლებლობას, ასევე ის ითავსებს მონაცემთა შენახვას სერვერებზე, რომლებიც განთავსებულია გარკვეულ დატაცენტრებში. პლატფორმა როგორც სერვისი ასევე ითვალისწინებს ინფრასტრუქტურას როგორც სერვისს (Infrastructure as a Service, IaaS), რომლის შესაძლებლობებმა დიდი ცვლილებები განიცადეს 2012 წლის 7 ივნისის შემდეგ.
პლატფორმის მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Windows Azure სრულიად ახდენს 2 "ღრუბლოვანი" მოდელის რეალიზებას- პლატფორმას როგორც სერვიისს (PaaS) და ინფრასტრუქტურას როგორც სერვისს (IaaS). Windows Azure-ის პლატფორმის ქმედუნარიანობას უზრუნველყოფენ Microsoft-ის 8 გლობალური დატაცენტრი. საჯარო ღრუბლის შემოთავაზებაში კლიენტი იხდის მხოლოდ რესურსების და სიმძლავრის საფასურს, რომლებიც ამოქმედებულია აპლიკაციაში (პროგრამაში). კლიენტი ასევე დამატებით იხდის აპლიკაციის გამოყენების ფაქტობრივი დროის საფასურს. აღნიშნული მოდელის ძირითადი განსხვავებებია:
- მხოლოდ გამოყენებული რესურსების საფასურის გადახდა
- საერთო, მრავალნაკადიანი გამოთვლის სტრუქტურა
- ინფრასტრუქტურისგან აბსტრაქცია
პლატფორმა როგორც სერვისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პლატფორმის როგორც სერვისის მოდელის წარმოდგენა აგებულია პლატფორმის დაქირავების შესაძლებლობაზე, რომელშიც აუცილებლად გათვალისწინებულია საოპერაციო სისტემა და დამატებითი სერვისები. პლატფორმა როგორც სერვისი ამარტივებს აპლიკაციების (პროგრამების) შემუშავებას,ტესტირებას და გავრცელებას ინფრასტრუქტურაში და პროგრამულ სივრცეში ინვესტიციების საჭიროების გარეშე. პლატფორმა როგორც სერვისი ასევე ითვალიწინებს საკუთარ თავში ინფრასტრუქტურას როგორც სერვისს.
Windows Azure-ის მუშაობის პრინციპი აგებულია ვირტუალური ძრავის გაშვებაზე ყოველი ცალკეული აპლიკაციისთვის. დეველოპერი დაადგენს საჭირო მოცულობას მონაცემების შესანახად და საჭირო გამომთვლელ ძალას (ვირტუალური ძრავების რაოდენობა),რის შემდეგაც პლატფორმა გთავაზობთ შესაბამის რესურსებს. როდესაც თავდაპირველი რესურსების მოთხოვნები იცვლება, ახალი მოთხოვნის შესაბამისად პლატფორმა აპლიკაციისთვის გამოყოფს დამატებით ან ამცირებს არასაჭირო დატაცენტრის რესურსებს.
Windows Azure-ის, როგორც PaaS მოდელის განსხვავება მდგომარეობს აპლიკაციის და ინფრასტრუქტურის დაყოფაში: დეველოპერისთვის საკმარისია დაადგინოს აპლიკაციის მუშაობისთვის საჭირო რესურსების მოცულობა, და დანარჩენ ქმედებებს, როგორებიცაა მოთხოვნილი რესურსების მოწოდება, მათი მართვა, დინამიური გადანაწილება,მონიტორინგი და მაშტაბირება- შეასრულებს Windows Azure-ის პლატფორმა ავტომატურ რეჟიმში.
Windows Azure, როგორც PaaS უზრუნველყოფს საოპერაციო სისტემის არამარტო ყველა საბაზისო ფუნქციას, არამედ დამატებითებსაც: მოთხოვნის საფუძველზე რესურსების გამოყოფა შეუზღუდავი მაშტაბირებისთვის,მონაცემთა ავტომატური სინქრონული რეპლიკაცია, სისტემის უარის დამუშავება მუდმივი ხელმისაწვდომობის მისაღწევად და მრავალი სხვა. გარდა ამისა, აპლიკაციების შესასრულებლად იქნება მოწოდებული გარემო, მონაცემების შესანახად საჭირო სერვისები და სხვა დამატებითი სერვისები. მაგალითად, საინტეგრაციო და საკომუნიკაციო სერვისები.შეთანხმება მომსახურების და სერვისი გაწევის შესახებ (SLA) ფარავს სისტემის ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა აპლიკაციის შესრულების გარემოს ხელმისაწვდომობა და მისი წარმადობა.
ინფრასტრუქტურა როგორც სერვისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Windows Azure ასევე ახდენს სერვისის მეორე ტიპის რეალიზებას- ინფრასტრუქტურა როგორც სერვისს. ინფრასტრუქტურის(აპარატული რესურსების) მოწოდების ეს მოდელი ხდის შესაძლებელს ისეთი ინფრასტრუქტურული მოწყობილობების დაქირავებას, როგორებიცაა სერვერები, მონაცემთა შესანახი მოწყობილობები და საქსელო აღჭურვილობა. მთელი ინფრატსრუქტურის მართვა ხორციელდება სერვისის მომწოდებლის მიერ, მომხმარებელი კი მართავს მხოლოდ საოპერაციო სისტემას და დაყენებულ აპლიკაციებს. ასეთი სერვისების საფასურის გადახდა, როგორ წესი მათი ფაქტობრივი გამოყენების მიხედვით ხდება და იძევა შესაძლებლობას გაზარდოთ ან შეამციროთ ინფრასტრუქტურის მოცულობა სპეციალური პორტალების დახმარებით, რომლებსაც გთავაზობთ სერვისების მომწოდებელი. ღრუბლოვანი პლატფორმა ვირტუალური ძრავების გასაშვებად და მონაცემების შესანახად გაწვდით სპეციალურ სერვისებს. სერვისების ამ მოდელის მიხედვით შესაძლებელი ხდება პრაქტიკულად ნებისმიერი აპლიკაციის გაშვება, რომელიც დაყენებულია საოპერაციო სისტემის სტანდარტულ რედაქციებზე. Windows Azure-ში თქვენ მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ Windows Server-ის ან Linux-ის თქვენი ვერსიები,ასევე შეარჩიოთ სისტემა კოლექციიდან. Windows Azure ასევე დაგეხმარებათ გადაიტანოთ ტქვენი აპლიკაციები ინფრასტრუქტურაში, მისი არსებული კოდის შეცვლის საჭიროების გარეშე, რაც აჩქარებს გადასვლას.
16.04.2013-ის მდგომარეობით გალერეაში ხელმისაწვდომია შემდეგი საოპერაციო სისტემების რედაქციები:
- Windows Server:
- Windows Server 2008 R2 SP 2
- Windows Server 2012 Datacenter
- SQL Server:
- SQL Server 2012 SP1 Enterprise
- SQL Server 2012 SP1 Standard
- BizTalk:
- BizTalk Server 2013 Standard
- BizTalk Server 2013 Enterprise
- BizTalk Server 2013 Evaluation
- SharePoint:
- SharePoint Server 2013 Trial
- Linux:
- OpenSUSE 12.3
- CentOS 6.3
- Ubuntu 12.04
- Ubuntu 12.10
- SUSE Linux Enterprise Server 11 SP2
გარდა ამისა, 2013 წელს იყო წარმოდგენილი ვირტუალური ძრავების ნიმუშების ახალი საცავი- VM Depot. VM Depot- ეს Windows Azure-ის საზოგადოების პროექტია, რომელიც გაუშვა Microsoft Open Technologies, Inc.-მა. პორტალის მონაცემები, ასევე სხვადასხვა ამოცანებისთვის გამართული ვირტუალური ძრავები შეიქმებიან და გამოქვეყნდებიან საზოგადოების ძალებით. ქვემოთ მოცემულია სანიმუშო ვირტუალური ძრავების სია, რომლებიც საცავის გაშვებისას უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- WordPress 3.5-0 (Ubuntu 12.10) და WordPress 3.5-0-multisite (Ubuntu 12.10)
- Drupal 7.18-0 (Ubuntu 12.10)
- Joomla 3.0.2-0 (Ubuntu 12.10)
- Redmine 1.4.5-1 (Ubuntu 12.10)
- Ruby Stack 1.8.7-1 (Ubuntu 12.10) და Ruby Stack 1.9.3-4 (Ubuntu 12.10)
- Debian Wheezy
- Mageia 3
- Riak
- DevPack 2013.01.08-0 (Ubuntu 12.10)
- Redmine 2.2.0-2 (Ubuntu 12.10)
- JRuby Stack 1.7.2-0 (Ubuntu 12.10)
- Gitorious 2.4.4-2 (Ubuntu 12.10)
- WebPack 1.5-0 (Ubuntu 12.10)
- Tomcat 7.0.34-0 (Ubuntu 12.10)
- JBoss 7.1.1-2 (Ubuntu 12.10)
- Jenkins 1.496-0 (Ubuntu 12.10)
- Django Stack 1.4.3-0 (Ubuntu 12.10) და Django Stack 1.5b2-0-dev (Ubuntu 12.10)
- LAMP Stack 5.3.19-0 (Ubuntu 12.10) და LAMP Stack 5.4.10-0 (Ubuntu 12.10)
- Node.js 0.8.15-1 (Ubuntu 12.10)
- Solr 4.0.0-0 (Ubuntu 12.10)
- phpBB 3.0.11-1 (Ubuntu 12.10)
- MediaWiki 1.20.2-0 (Ubuntu 12.10)
- DokuWiki 20121013-0 (Ubuntu 12.10)
Windows Azure შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
- Compute-კომპონენტი, რომელიც ახდენს გამოთვლების რეალიზებას Windows Azure-ის პლატფორმაზე და გთავაზობთ შესრულების გარემოს.
- Storage-საცავის კომპონენტი, რომელიც გთავაზობთ მაშტაბირებად საცავს. საცავის კომპონენტს არ აქვს რელაციური მოდელის გამოყენების შესაძლებლობა და ითვლება SQL Databases(SQL Azure)-ის ალტერნატივად (ან დამატებით გადაწყვეტილებად)- რომელიც მაშტაბირდება SQL Server-ის "ღრუბლოვანი" ვერსიით.
- Fabric- Windows Azure Fabric საკუთარი დანიშნულებით ითვლება ერთგვარ "კონტროლერად" და პლატფორმის ბირთვად, რომელიც ასრულებს რეალურ დროშიმონიტორინგის ფუნქციებს, რითაც უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას, სიმძლავრის გამოყოფას, სერვერების, ვირტუალური ძრავებისა და აპლიკაციების გაშლას, დატვირთვის ბალანსირებას და მოწყობილობების მართვას.
Windows Azure-ის პლატფორმას აქვს API, რომელიც აგებულია REST, HTTP და XML- ზე, რაც დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ "ღრუბლოვანი" სერვისები ნებისმიერი საოპერაციო სისტემიდან,მწოყობილობიდან თუ პლატფორმიდან.
Windows Azure-ის ერთ-ერთ დამატებით პარამეტრად ითვლება Content Delivery Network(CDN).კონტენტის მოწოდების ქსელი (CDN) შედგება 24 დატაცენტრისგან მთელ მსოფლიოში.[3]
Compuware-მა Windows Azure აღიარა ყველაზე სწრაფ "ღრუბლოვან" პლატფორმად.[4] ასევე Windows Azure-ის ბენჩმარკმაც აჩვენა წარმადობის მაღალი მაჩვენებელი მასშტაბური გამოთვლებისას.[5] ანალიტიკურმა კომპანია Nasuni-მ კი წარმოადგინა ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერების მორიგი კვლევის შედეგები. ამ ანგარიშის თანახმად, Windows Azure-ის პლატფორმა ითვლება ლიდერად ღრუბელში ჩაწერა/წაკითხვის წარმადობის ტესტებში და მონაცემთა ხელმისაწვდომობაში შეცდომების მინიმალური რაოდენობით.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Upcoming Name Change for Windows Azure. Microsoft Azure (March 24, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2018. ციტირების თარიღი: August 29, 2016.
- ↑ Tharakan, Anya George and Dastin, Jeffery (October 20, 2016). „Microsoft shares hit high as cloud business flies above estimates“. Rueters. Thomson Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 26, 2018. ციტირების თარიღი: October 21, 2016.
- ↑ http://blogs.msdn.com/b/windowsazure/archive/2010/08/09/20-nodes-available-globally-for-the-windows-azure-cdn.aspx
- ↑ http://arstechnica.com/business/2011/10/windows-azure-faster-than-amazon-ec2-and-google-app-engine-in-yearlong-cloud-speed-test/
- ↑ http://habrahabr.ru/post/159895/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-13. ციტირების თარიღი: 2013-11-28.