Libor

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიბორი (ინგლ. London Interbank Offered Rate) — ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსი. ლიბორი არის ბანკთაშორის სესხებზე საშუალოშეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წარმოდგენილი ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე მონაწილე ბანკების მიერ სხვადასხვა ვალუტითა და ვადით (ერთიდან 12 თვემდე).

ლიბორის ინდექსი ფიქსირდება ყოველდღიურად 1985 წლიდან, დასავლეთ ევროპის დროით დილის 11 საათზე, ბრიტანეთის საბანკო ასოციაციის [1] მიერ, შერჩეული ბანკების მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით.

ლიბორის ვალუტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბორის ინდექსი დაინაგარიშება 10 სხვადასხვა ვალუტაში:

ინდექსის შედგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდექსის დაფიქსირება ხორციელდება შემდეგნაირად:

ბრიტანეთის საბანკო ასოციაციის უფლებამოსილი/ავტორიზებული აგენტი – „თომსონ როიტერის სააგენტო“ დასავლეთ ევროპის დროით დილის 11 საათზე უკავშირდება 16 პირველი კლასის ბანკს (Prime banks), შერჩეულს როგორც კომპანიებს, რომლებსაც გავლენა აქვთ ლონდონის ფულად ბაზარზე და ეკითხება 1 თვიდან 1 წლამდე შეთავაზებულ საპროცენტო განაკვეთების კვოტირებას (ფასების გამოცხადებას). თითოეული პერიოდისათვის მიღებული 16 მონაცემიდან ოთხი ყველაზე მცირე და ოთხი ყველაზე დიდი მაჩვენებლის გამორიცხვით, მიღებული მონაცემებით დაიანგარიშება საშუალო არითმეტიკული, რომელიც ქვეყნდება როგორც ლიბორის ინდექსი შესაბამისი პერიოდით და ვალუტით.

საქართველოს საბანკო სისტემა და ლიბორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ლიბორის ინდექსზე დაფუძნებული სესხები გაიცემა ბანკი რესპუბლიკის მიერ [2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის საბანკო ასოციაციას გახსნილი აქვს სპეციალური საიტი ლიბორისათვის – bbalibor.com.

მიმდინარე აქტუალური განაკვეთის ნახვა შეიძლება ამ გვერდზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბრიტანეთის საბანკო ასოციაციის გვერდი
  2. „მოქნილი“ იპოთეკური სესხი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Libor&oldid=3175861“-დან