Le Muséon
იერსახე
| Le Muséon | |
|---|---|
| მოკლე სათაური | Muséon |
| სპეციალიზაცია | აღმოსავლეთმცოდნეობა |
| ენა | ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან იტალიური |
| მთავარი რედაქტორი | ბერნარ კული |
| პუბლიკაციის დეტალები | |
| გამომცემელი | Peeters Publishers |
| პუბლიკაციის ისტორია | 1881-დღემდე |
| გამოცემის სიხშირე | წელიწადში ორჯერ |
| ISSN | 0771-6494 |
Le Muséon: Revue d'Études Orientales (ინგლ. Le Muséon: Journal of Oriental Studies) — რეცენზირებული აკადემიური ჟურნალი ენათმეცნიერებასა და აღმოსავლეთმცოდნეობაზე. დაარსდა 1881 წელს შარლ დე ჰარლეზის მიერ, სუბსიდირებულია ბელგიის მთავრობისა და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ. გამოიცემა Peeters Publishers-ის მიერ წელიწადში ორჯერ. სტატიები ხელმისაწვდომია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ან იტალიურ ენებზე. მთავარი რედაქტორია ბერნარ კული.