Korpiklaani

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Korpiklaani
Korpiklaani - Rakuunarock 2013.jpg
Korpiklaani 2013 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლაჰტი, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი ფოლკ მეტალი
აქტიური 2003 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Nuclear Blast
ნაპალმ რეკორდსი
საიტი www.korpiklaani.com
წევრები იონე იარველა
კალე სავიარვი
იარკო ალტონენი
იუჰო კაუპინენი
მატი იოჰანსონი
იაკო ლემეტი
ყოფილი წევრები ალი მაატა
არტო ტისარი
ტონი ჰოკნანენი
სამუ რუოტსალაინენი(finntroll)
ჰოსე ლატვალა
ვეერა მუჰლი
ტონი ნაუკი
ჰენრი სოვალი

Korpiklaaniფოლკ მეტალ ჯგუფი ფინეთიდან. ჯგუფი თავიდან ჩამოყალიბდა სახელით Shaman.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ სხვა ჯგუფები იწყებდნენ მეტალით და მერე გადადიოდნენ ფოლკზე, კორპიკლაანიმ დაიწყო ფოლკით და შემდგომ გადავიდა მეტალზე. კოპლიკლაანის ფესვებს მივყავართ ერთ სკანდინავიურ ჯგუფთან – Shamaani Duo – სთან ( ნიშნავს “in house restaurant band”), რომლის შექმნა ჯონ ჯარველას სახელს უკავშირდება (1993). ფოლკ მუსიკის პირველი ალბომი ამ სახელით გამოიცა, სანამ ჯონი გადაიტანდა და ჩამოაყალიბებდა ახალ ჯგუფს – შამანს. გამოსცა ორი ალბომი – ერთი 1999 წელს და მეორე 2001 წელს. ამის შემდეგ ჯონმა შეცვალა ჯგუფს გადაარქვა სახელი და გახდა Korpiklaani ( ტყის კლანი). სახელის გადარქმევა მოჰყვა მათი მუსიკის შეცვლას. ჯონიმ უარი თქვა ტრადიციულ იოიკ ვოკალზე და ფინურ ენაზე. მან ასევე სინთეზატორი შეცვალა ნამდვილი ფოლკ ინსტრუმენტებით. ჯონ ჯარველას აქვს დიდი დამსახურება, Finntroll – თან ერთად, როგორც კატალიზატორს, აქცენტის გადატანისათვის ფოლკიდან მეტალზე. მათი ლირიკები ხშირად დაკავშირებულია ალკოჰოლთან და ღრეობასთან. ჯონ ჯარველას თქმით მათი სიმღერები ფინეთში უნდა გაიგონ როგორც “ძველი ხალხის მუსიკა მძიმე მეტალის გიტარებით”.

ფინტროლსა და კორპიკლაანის შორის იყო თანამშრომლობა. ფინელმა ტროლმა Samu Ruotsalainen – მა თავის თავზე იტვირთა დროებითი დრამერის როლი მათი სადებიუტო ალბომ “Spirit of the Forest” – სთვის. ჯონმა კი თავის თავზე იტვირთა იოიკ სიმღერების შესრულება ფინტროლის Jaktens Tid – ში.

კორპიკლაანიმ მეექვსე ალბომი გამოუშვა 2009 წლის ზაფხულში სახელად Karkelo ( ღრეობა ). 2011 წელს კი გამოუშვა ალბომი Ukon Wacka.

სახელი კორპიკლაანი ნიშნავს “ტყის კლანს”, მაგრამ სალაპარაკო ფინურში “Korpi” ნიშნავს “ძველ, ბნელ ტყეს”.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იონე იარველა – ვოკალი, გიტარა
  • იაკო ლემეტი – ვიოლინო
  • კალე სავიარვი – გიტარა
  • მატი იოჰანსონი – დრამები
  • იარკო ალტონენი – ბასი
  • იუჰო კაუპინენი – აკორდეონი

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Korpiklaani&oldid=3338896“-დან