ჩვეულებრივი ხურტკმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Grossularia reclinata)
ჩვეულებრივი ხურტკმელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ribes uva-crispa (L., 1753)

ჩვეულებრივი ხურტკმელი ან უბრალოდ ხურტკმელი (ლათ. Ribes uva-crispa, Grossularia reclinata ან Ribes grossularia) — ორლებნიანი მცენარე ხურტკმელისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში; საქართველოში იზრდება მთის ზედა სარტყლის ტყეებში, ზღვის დონიდან 1500–2000 .[1] მცენარის სიმაღლე 1–1,2 მ. აქვს 3-ფოთოლაკიანი ფოთლები, მუქი ნაცრისფერი ან მუქი ყავისფერი ქერქი. ახალი ყლორტები ცილინდრისებური, მონაცრისფრო, წვრილი ეკლებით და შავი ლაქებით დაფარულია. ფოთოლი ყუნწიანია, მომრგვალო ან კვერცხისებური ფორმა აქვს, სიგრძეში 6 სმ-მდეა; ყვავილი ორსქესიანი, მომწვანო ან მოწითალოა, ყვავის მაისში. ნაყოფი კენკრაა, აქვს ოვალური ან სფერული ფორმა, სიგრძეში 12 მმ-მდეა, მწვანე, ყვითელი ან მეწამული ფერისაა, მწიფს ივნის-აგვისტოში. ეს სახეობა ხურტკმელის მრავალი კულტურული ფორმის წინაპრად ითვლება.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხურტკმელი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 519.