ჩვეულებრივი ხურტკმელი ან უბრალოდ ხურტკმელი (ლათ.Ribes uva-crispa, Grossularia reclinata ან Ribes grossularia) — ორლებნიანიმცენარეხურტკმელისებრთაოჯახისა. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში; საქართველოში იზრდება მთის ზედა სარტყლის ტყეებში, ზღვის დონიდან 1500–2000 მ.[1] მცენარის სიმაღლე 1–1,2 მ. აქვს 3-ფოთოლაკიანი ფოთლები, მუქი ნაცრისფერი ან მუქი ყავისფერი ქერქი. ახალი ყლორტები ცილინდრისებური, მონაცრისფრო, წვრილი ეკლებით და შავი ლაქებით დაფარულია. ფოთოლი ყუნწიანია, მომრგვალო ან კვერცხისებური ფორმა აქვს, სიგრძეში 6 სმ-მდეა; ყვავილი ორსქესიანი, მომწვანო ან მოწითალოა, ყვავის მაისში. ნაყოფიკენკრაა, აქვს ოვალური ან სფერული ფორმა, სიგრძეში 12 მმ-მდეა, მწვანე, ყვითელი ან მეწამული ფერისაა, მწიფს ივნის-აგვისტოში. ეს სახეობა ხურტკმელის მრავალი კულტურული ფორმის წინაპრად ითვლება.[1]