ვირთევზასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Gadidae)
Jump to navigation Jump to search
ვირთევზასებრნი
Atlantic cod.jpg
ვირთევზა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ვირთევზასნაირნი
ოჯახი:  ვირთევზასებრნი
ლათინური სახელი
Gadidae (Rafinesque, 1810)

ვირთევზასებრნი (ლათ. Gadidae) — თევზების ოჯახი ვირთევზასნაირთა რიგისა. ზურგის ფარფლი 1-3, ხოლო ანალური ფარფლი 1-2 აქვთ. ქერცლი ციკლოიდურია. გამოიყოფა 4 ქვეოჯახი, 20 გვარი და 56 სახეობა.[1] პატარა, საშუალო და დიდი ზომის თევზებია. უმეტესობა ვირთევზასებრნი ჯოგური, ფსკერისპირა, შედარებით წყალმცირე თევზებია, ზოგიერთი პელაგიურია და კრიოპელაგიური. მრავალ სახეობას ნიკაპზე ულვაშები აქვს.[2] დიდწილად გვხვდება ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ზომიერ წყლებში, თუმცა ზოგიერთი სახეობა გავრცელებულია სუბტროპიკულ, სუბარქტიკულ და არქტიკულ წყლებში, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში გვხვდება ერთი სახეობა — სამხრეთის პუტასუ. ყველა მსხვილი ვირთევზასებრნი მტაცებელია ან ევრიფაგი. რიგი სახეობა ასრულებს მნიშვნელოვან საკვებ და სატოფო მიგრაციას. ბევრი ქმნის დაჯგუფებას. ყრიან რამდენიმე ათასიდან 60 მლნ-მდე ქვირითს. მათი ქვირითი უმეტესად პელაგიურია, ზოგიერთის ფსკერისპირა. ვირთევზასებრნს დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვთ; ხორცი უცხიმოა, ცხიმი მდიდარია А და D ვიტამინებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nelson J. S., Grande T. C., Wilson M. V. H. Fishes of the World. — 5th ed. — Hoboken: John Wiley & Sons, 2016. — P. 300—302. — 752 p
  2. Froese, Rainer, and Daniel Pauly, eds. (2008). „Gadidae“ in FishBase. December 2008 version.