GBU-43/B Massive Ordnance Air Blast

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საჰაერო აფეთქების ზემძიმე ბომბი GBU-43
MOAB bomb.jpg
ტიპი: კონვენციური ბომბი (არაბირთული)
ქვეყანა: აშშ-ის დროშა აშშ
სამსახურის ისტორია
ექსპლუატაციის წლები: 2003 წლიდან
იყენებს: აშშ-ის საჰაერო ძალები
ომები და კონფლიქტები: ავღანეთის ომი (2015–დღემდე)
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი: აშშ-ის საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორია
შემუშავებულია: 2002
მწარმოებელი: McAlester Army Ammunition Plant
წარმოების წლები: 2003
ეგზემპლიარის ღირებულება $170,000[1]
მახასიათებლები
მასა, კგ: 10 300 კგ
სიგრძე, მმ: 9.1885 მ

GBU-43/B Massive Ordnance Air Blast (ინგლ. საჰაერო აფეთქების ზემძიმე ბომბი; MOAB; ცნობილია ბეკრონიმით: Mother Of All Bombs — „ყველა ბომბის დედა“) — ამერიკული ზემძლავრი არაბირთული საავიაციო ბომბი. იგი შეიქმნა შეერთებული შტატებისთვის აშშ-ის საჰაერო ძალების კვლევით ლაბორატორიაში ალბერტ ვაიმორტსის მიერ.[2] შექმნის პროცესში MOAB-ს მოიხსენიებდნენ როგორც ყველა დროის ყველაზე მძლავრ კონვენციურ (არაბირთვულ) იარაღად.[3] ბომბის მიზნამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 Hercules, პირველ რიგში კი მოდიფიკაციები MC-130E Combat Talon I და MC-130H Combat Talon II.

აშშ-ის ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა მარკ გარლასკომ, რომელიც ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობდა, განაცხადა: „შეერთებულ შტატებს არასოდეს ჩამოუგდია MOAB-ი ერაყში, თანმხლები შესაძლო დიდი ზარალის პრობლემის გამო. მე ვიყავი იმ ჯგუფში, რომელმაც გადაწყვიტა ეს.“[4]

MOAB-ი საბრძოლო დანიშნულებით პირველად გამოყენებულ იქნა 2017 წლის 13 აპრილს ავღანეთში დაეშის პოზიციებზე განხორციელებული ავიადარტყმისას.[5] ამ ავიაიერიშის შემდეგ, პრესის სხვადასხვა წარმომადგენლებმა მას უწოდეს ყველაზე დიდ კონვეციურ ბომბად, რაც ოდესმე გამოყენებულა ბრძოლაში;[6] თუმცა, 10 000 კილოგრამიანი სეისმიური ბომბი Grand Slam-ი რომელიც გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომში იწონიდა თითქმის იმდენივეს, მაგრამ ის განკუთვნილი იყო ძლიერ გამაგრებული ნაგებობებში შეღწევისთვის და ნაკლები ასაფეთქებელი მიჰქონდათ.

2007 წელს რუსეთში გამოსცადეს თერმობარული ბომბი ზედმეტსახელად „ყველა ბომბის მამა“. გავრცელებული ინფორმაციით იგი უნდა იყოს MOAB-ზე ოთხჯერ მძლავრი.[7]

გამოცდა და წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეთქებადი ტრიტონალით აღჭურვილი MOAB პირველად გამოსცადეს 2003 წლის 11 მარტს ფლორიდაში, ეგლინის საჰაერო ძალების ბაზის პოლიგონზე. ხელმეორე გამოცდა 2003 წლის 21 ნოემბერს ჩატარდა.[3]

2003 წლის შემდეგ MOAB წარმოებულ იქნა McAlester Army Ammunition Plant-ში, რომელიც მდებარეობს მაკალესტერში, ოკლაჰომა.[8]

საბრძოლო გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 13 აპრილის დაბომვის ამსახველი ვიდეო

2017 წლის 13 აპრილს MOAB ჩამოგდებულ იქნა ნანგარჰარის პროვინციაში, კერძოდ აჩინის რაიონში განლაგებულ „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად გამოქვაბულის კომპლექსზე. ეს ამ ბომბის პირველი საბრძოლო გამოყენება იყო.[5][9][10] ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ავიადარტყმით ლიკვიდირებულ იქნა დაეშის 36 მებრძოლი, თუმცა პროვინციის გუბერნატორის თქმით ლიკვიდირებულია 82 ტერორისტი.[11]

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MOAB-ის გამოყენების სპეციფიკა გარკვეულ მსგავსებას იძლევა BLU-82 ავიაბომბის გამოყენებასთან, რომელიც გამოიყენებოდა ვიეტნამში გაუვალი სატყეო მასივების გასაწმენდად, ასევე ერაყში ნაღმებისგან გასაწმენდად და მოგვიანებით როგორც ფსიქოლოგიური იარაღი ერაყელი სამხედროების წინააღმდეგ. ფსიქოლოგიურ იარაღად გამოყენების შემდეგ BLU-82 არსენალში ამოიწურა და ნაწილობრივ MOAB შეიქმნა ამ დანაკლისის შესავსებად. პენტაგონის მაღალჩინოსანთა თქმით, ისინი გეგმავდნენ MOAB-ის გამოყენებას ქვეითსაწინააღმდეგო იარაღად „შოკი და შიშის“ სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც 2003 წლის ერაყში შეჭრის შემადგენელი ნაწილი იყო.[12]

MOAB არ არის შეღწევის იარაღი და უპირველესად განკუთვნილია რბილ და საშუალო ზედაპირზზე მდებარე მიზნებზე, რომელიც განლაგებულია მსხვილ ჩაკეტილ ფართობზე, მაგალითად როგორებიცაა კანიონები და გამოქვაბულის კომპლექსები.[13] შეიძლება ითქვას, მრავალრიცხოვანი დარტყმები ნაკლებად მძლავრი შეიარაღებით შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს და შეიძლება მიზნამდე მიტანილ იქნას გამანადგურებელ/ბომბდამშენებით, ისეთებით როგორიცაა F-16, რომელიც ბევრად შორი დისტანციიდან შეუძლია მოქმედება ვიდრე C-130 ან C-17 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებს. მაგრამ, ნაკლებად მძლავრი ბომბები ვერ გაანდგურებენ ისეთ მიწისქვეშა გვირაბების და გამოქვაბულების სისტემებს, როგორზეც 2017 წლის 13 აპრილს განხორციელდა ავიაიერიში. გაშლილი ფართობების ეფექტური დაფარვისთვის ძალზედ ეფექტურია ასევე მაღლივი ხალიჩისებური დამბომბვები შედარებით მცირე 230-910 კილოგრამიანი ბომბებით, რომლებსაც B-52, B-2 ან B-1 ტიპის ბომბდამშენები ატარებენ.[14]

ტექნიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედების ხასიათით MOAB არის ფუგასური ბომბი. მისი სიგრძეა 9,19 მეტრი, ხოლო დიამეტრი 102,9 სმ, წონა 9 500 კგ, რომელთაგან 8 500 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე მოდის.[3] ასაფეთქებელ ნივთიერებად გამოიყენება ავსტრალიური ფირმის წარმოებული ნივთიერება H-6. ეს ნივთიერება არის ჰექსოგენის, ტროტილის და ალუმინის ფხვნილის ნაზავი და 1,35 ჯერ მძლავრია ჩვეულებრივ ტროტილთან შედარებით. აფეთქების სიმძლავრე შეადგენს 11 ტონას ტროტილის ეკვივალენტში, დაზიანების რადიუსი 140 მეტრამდე, ნაწილობრივი ნგრევები ფიქსირდება აფეთქების ეპიცენტრიდან 1,5 კილომეტრის დაშორებით.[3]

MOAB აღჭურვილია KMU-593/B დამიზნების სისტემით, რომელიც აერთიანებს ინერციულ და თანამგზავრულ სანავიგაციო სისტემებს.[3]

თვითმფრინავის ნაკვეთურში MOAB თავსდება ციგისებურ პლატფორმაზე, რომელიც ბომბთან ერთად რამპიდან პარაშუტით გამოიწევა. მას შემდეგ რაც MOAB სრულად ჰაერში აღმოჩნდება, ხდება პლატფორმის და პარაშუტის მოცილება, რის შემდეგაც იწყება თვითდამიზნება მიზანზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rebecca Harrington. "Here's how much the 'mother of all bombs' the US just dropped on ISIS in Afghanistan actually cost". Business Insider. 13 აპრილი, 2017
  2. Times Wire Services (27 დეკემბერი, 2005). "Albert L. Weimorts Jr. 67; Engineer Created 'Bunker Buster' Bombs". Los Angeles Times.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 "GBU-43/B "Mother Of All Bombs" MOAB - Massive Ordnance Air Blast Bomb". GlobalSecurity.org
  4. Emmons, Alex (2017-04-13). ""Mother of All Bombs" Never Used Before Due to Civilian Casualty Concerns". The Intercept.
  5. 5.0 5.1 Helene Cooper & Mujib Mashal. "U.S. Drops 'Mother of All Bombs' on ISIS Caves in Afghanistan". New York Times. 13 აპრილი, 2017
  6. "U.S. Drops Biggest Non-Nuclear Bomb Ever Used In Combat". NPR.
  7. Luke Harding (12 სექტემბერი, 2007). "Russia unveils the 'father of all bombs'". The Guardian.
  8. Michael Dekker. "Made in Oklahoma: 'Mother of all bombs' dropped in Afghanistan could have come from McAlester", Tulsa World (14 აპრილი, 2017).
  9. USA TODAY (14 აპრილი, 2017). "Drone footage shows MOAB drop in Afghanistan" – via YouTube.
  10. "U.S. drops "mother of all bombs" in Afghanistan, marking weapon's first use". CBS News. 13 აპრილი, 2017. .
  11. Charlsy Panzino (13 აპრილი, 2017). "CENTCOM: US drops 'mother of all bombs' on ISIS in Afghanistan". Air Force Times.
  12. "'Mother of All Bombs' Killed Dozens of Militants, Afghan Officials Say". New York Times.
  13. Owens, Mackubin Thomas (2003). "Enter Moab". National Review Online.
  14. Insinna, Valerie (2017). "What you need to know about the 'Mother of All Bombs'". Defense News