EZ-Street

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
EZ-Street
ბიოგრაფია
დაბ. ადგილი ჰეიუარდი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი როკი
აქტიური 1979 - 1982
ასოციაციები მეტალიკა,
ოზი ოსბორნი,
Faith No More
ყოფილი წევრები ჯიმ მარტინი
მაიკ ბორდინი
კლიფ ბარტონი
კევინ კოსტა
დენი მაგალაესი
როკი ლაბოური

EZ-Street - (შემოკლებით Easy Street') — ამერიკული როკ-ჯგუფი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი ჩამოყალიბდა გვიან 1970-იანებში ჰეიუარდში, კალიფორნია. სახელწოდება მომდინარეობდა რკინიგზის არის უსახურავო ბარიდან. ჯგუფი შედგებოდა მეტალიკის მომავალი ბასისტისგან - კლიფ ბარტონისგან, Faith No More-ის მომავალი გიტარისტისგან - ჯიმ მარტინისგან და ასევე Faith No More-ისა და ოზი ოსბორნის მომავალი დრამერისაგან - მაიკ ბორდინისგან. ყველა ჩამოთვლილი ჯერ კიდევ უფროსკლასელები იყვნენ. დამატებითი წევრები იყვნენ ვოკალისტი კევინ კოსტა და გიტარისტი დენი მაგალაესი. EZ-Street იყო ჯიმ მარტინის ჯგუფი და კლიფი იქ თავს მთლად კარგად ვერ გრძნობდა. მისივე თქმით, ისინი იყვნენ რაღაც ბარის ჯგუფის მაგვარი და ძირითადად შემოიფარგლებოდნენ 1970-იანი წლების როკ ქავერების შესრულებით. პრაქტიკული შედეგი კი ის იყო, რომ კლიფი არ იყო დაინტერესებული ამგვარი მუსიკის შექმნით.[1] ჯგუფი მეოთხე ადგილზე გავიდა ჰეიუარდის არის „ჯგუფების ბრძოლაში“ სადაც მათი სამი სიმღერა იყო წარდგენილი, მათ შორის ქავერი სიმღერისა Rebel Rebel. ჯგუფი ხშირად იცვლიდა დრამერებს.

მარტინმა და ბარტონმა გააგრძელეს ერთად დაკვრა EZ-Street-ის დაშლის შემდეგაც, ამჯერად უკვე ახალი სახელით Agents of Misfortune.

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Metal-George-ის კლიფ ბარტონის გვერდი. Capital.net. წაკითხვის თარიღი:2010-09-30
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=EZ-Street&oldid=3537898“-დან