ვენერას ქოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Cypripedium)
ვენერას ქოში

Cypripedium calceolus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ჯადვარისებრნი
ქვეოჯახი:  Cypripedioideae
გვარი:  ვენერას ქოში
ლათინური სახელი
Cypripedium L., 1753
სინონიმები
სია
    • Cypripedilon Rouy
    • Arietinum L.C.Beck
    • Calceolaria Heist. ex Fabr.
    • Calceolus Mill.
    • Ciripedium Zumagl.
    • Criogenes Salisb.
    • Criosanthes Raf.
    • Fissipes Small
    • Hypodema Rchb.
    • Sacodon Raf.
    • Schizopedium Salisb.
გავრცელება

ვენერას ქოში (ლათ. Cypripedium) — ჯადვარისებრთა ოჯახის გვარი, რომელიც 4 მონათესავე გვართან ერთად ქმნის ქვეოჯახს Cypripedioideae. ცნობილია დაახლ. 50 სახეობა.[1] 2–3 მეტრის სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახებია. გავრცელებული არიან ევრაზიისა და ამერიკის ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზონებში. ყვავილები მარტოულია, იშვიათად 2–5 ერთადაა შეკრებილი, დიდი ზომის, უფრო მეტად კაშკაშა ფერის. ყვავილის ჯამის ფოთოლაკები ორია (მათგან ერთი, ე.წ. სინსეპალუმი, წარმოქმნილია ორი გვერდითი ფოთოლაკის შეზრდით), გვირგვინის ფურცლები — 3 (ერთი სახეცვლილია ტომრისებრ წარმონაქმნად, რომელსაც ტუჩი ეწოდება), მტვრიანა — 2. ნაყოფი მშრალი კოლოფია, რომელშიც მოქცეულია მრავალი წვრილი თესლი. ხელოვნური ჰიბრიდიზაციისა და ცვალებადობის მაღალი დონის წყალობით გამოყვანილია დიდი რაოდენობით ლამაზყვავილიანი ჯიშები. მათი მოყვანა მსოფლიოს დეკორატიულ მეყვავილეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ბუნებაში საკმაოდ იშვიათი მცენარეებია.[2]

გვარის ლათინური სახელი მომდინარეობს ორი ბერძნული სიტყვიდან: Κύπρις (Cypris) — აფროდიტე, ანუ ვენერა და πέδιλον (pedilon) — სანდალი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cypripedium L. en. Plants of the World Online | Kew Science. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2024
  2. Аверьянов Л. В. Башмачок // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 148.
  3. Meet The Ladies: The Slipper Orchids. US Forest Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-27. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2024