მეყვავილეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მეყვავილეობამემცენარეობის დარგი, დეკორატიული მცენარეების აღზრდა ასაჭრელი ყვავილების მისაღებად (სამრეწველო მეყვავილეობა), ყვავილნარების კლუმბებისა და რაბატების გასაფორმებლად, აგრეთვე ოთახისა და ნაგებობების გასამწვანებლად (დეკორატიული მეყვავილეობა).

მეყვავილეობაში განარჩევენ დახურული (ორანჟერეა, სათბური) და ღია გრუნტის კულტურებს. დახურულ გრუნტში გამოჰყავთ სითბოს მოყვარული, ოთახის, დეკორატიული და სხვა მცენარეები. ღია გრუნტში - ერთ-, ორ- და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები. ერთწლოვანები (ე. წ. მოზაფხულე) ყვავიან პირველ წელს, თესავენ ღია დახურულ გრუნტში სხვადასხვა დროს. გამოყენების მიხედვით განასხვავებენ: მცენარეებს, რომელსაც იყენებენ ასაჭრელად და ყვავილნარების შემოსარგავად; დეკორატიული ფოთლოვანებს - ერთეული ან ჯგუფური ნარგაობის შესაქმნელად; ჯუჯა მცენარეებს - ბორდიურებისათვის, და ხვიარა მცენარეებს. ორწლოვანები მე-2 წელს იძლევიან ყვავილს. ზოგიერთი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მე-2 წელს იწყებს ყვავილობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კერესელიძე ა., დეკორატიული მენაღეობა, თბ., 1962;