Budgie (გრაფიკული სივრცე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Budgie
წყაროს მოდელი Open source
ლიცენზია GNU General Public License
ოფიციალური საიტი budgie-desktop.org/home/

Budgie (ბადჯი) — GNOME-ისა და GTK+-ის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გრაფიკული სივრცე UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემებისთვის. Budgie შეიქმნა 2013 წელს, ლინუქსის დისტრიბუტივი Solus-სთვის (ყოფილი Evolve OS). დღესდღეობით Budgie არის ერთ-ერთი ძირითადი გრაფიკული სივრცე რამდენიმე დისტრიბუტივისთვის, მათ შორის Arch Linux და Ubuntu Budgie. გრაფიკული სივრცე ასევე ხელმისაწვდომია მრავალი პოპულარული დისტრიბურივის რეპოზიტორიებში (მაგ.: Debian).

Budgie-ს ადრეული ვერსიები დიდწილად ეფუძნებოდა GNOME Shell-ის კოდს. Budgie-ს შემქმნელების შთაგონება სათავეს იღებს Chome OS-გან, შესაბამისად Budgie-ს იერსახე და სამომხმარებლო ინტერფეისის ძირითადი მახასიათებლები წააგავს Google-ს ოპერაციულ სისტემას. შემქმნელების თანახმად, Budgie-ს მთავარი პრინციპი სიმარტივეა [1]. იერსახესთან ერთად GNOME Shell-ის კოდს ასევე დაემატა რამდენიმე უნიკალური პროგრამა, როგორიცაა Budgie Menu და Raven (შეტყობინებების და სისტემური პარამეტრების მართვის პროგრამა) [2]. GNOME-ს განახლებებით გამოწვეული პრობლემების შედეგად, Budgie-ს კოდი თანდათანობით დაშორდა GNOME Shell-ის ფესვებს. 2017 წლის დასაწყისში Solus პროექტის ჯგუფმა გამოაქვეყნა გეგმა რომლის მიხედვითაც Budgie-ს მე-11 გამოცემა GNOME-ს კოდს სრულიად დაშორდება, და Qt 5-ის ბაზაზე გადავა [3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Budgie Desktop, https://budgie-desktop.org/home/. წაკითხვის თარიღი: 2017-05-07 დაარქივებული 2018-06-06 საიტზე Wayback Machine.
  2. Budgie, https://solus-project.com/budgie/. წაკითხვის თარიღი: 2017-05-07 დაარქივებული 2015-11-26 საიტზე Wayback Machine.
  3. Doherty, Ikey (2017-01-25), Kicking Off Budgie 11, https://budgie-desktop.org/2017/01/25/kicking-off-budgie-11/. წაკითხვის თარიღი: 2017-05-07 დაარქივებული 2018-10-30 საიტზე Wayback Machine.