შინაარსზე გადასვლა

BonziBuddy

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
BonziBuddy
150პქს
მწარმოებელი Bonzi Software, Inc.
გამოვიდა 1999
ბოლო გამოშვება 4. 1. 2 / 2004
სტატუსი ჯაშუშური პროგრამა, ვირუსი

BonziBuddy — იყო კომპიუტერული, დესკტოპის ვირტუალური ასისტენტი. ეს იყო გორილა რომელიც პროგრამის ინსტალაციის შემდეგ ჩნდებოდა დესკტოპზე. მას შეეძლო საუბარი, გადმოწერა, სიმღერა, საინტერესო ფაქტების თქმა, სიცილი, ძებნა და ა.შ. [1] 2002 წელს გავრცელდა ინფორმაცია რომ პროგრამა იყო ვირუსული, აგროვებდა პერსონალურ მონაცემებს და სხვა პერსონალურ ინფორმაციას. დღესდღეობით პროგრამის გავრცელებული ვერსიები ვირუსებია, რომლებიც აზიანებენ კომპიუტერს და იპარავენ მასში არსებულ ინფორმაციას. 2004 წელს მისი დისტრიბუტორი კომპანია დაჯარიმებული იქნა ადამიანთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვების გამო. პროგრამის უკანასკნელი ვერსია 2004 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ მისი გამოშვება შეწყდა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BonziBuddy&oldid=4363791“-დან