BlackArch Linux
შემქმნელი | ღია პროექტი |
---|---|
ოპერაციული სისტემის ოჯახი |
Linux |
სამუშაო მდგომარეობა | მოქმედი |
წყაროს მოდელი | ღია |
პირველად გამოვიდა | 29 მარტი, 2015 |
უკანასკნელი გამოშვება | 2020.06.1 / 1 ივნისი, 2020[1] |
განახლების მეთოდი | Packman |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
x86, x86-64 |
ბირთვის ტიპი | მონოლითური (Linux-ის ბირთვი) |
ლიცენზია | სხვადასხვა |
ოფიციალური საიტი |
BlackArch Linux[2] — Arch Linux-ზე დაფუძნებული ღია წყაროს მქონე ლინუქსის დისტრიბუტივი, რომელიც შექმნილია კიბერუსაფრთხოებისა და პენეტრაციული ტესტირებებისათვის. გამოცემას გააჩნია 2600-ზე[3]მეტი ჰაკერული ხელსაწყო, რომელიც შესაძლებელია დაყენებული იქნას ინდივიდუალურად, ისევე როგორც ერთიანად. ყველა ინსტალაცია, რომელიც ხდება Arch Linux-ზე, აგრეთვე მუშაობს BlackArch-ზეც.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]BlackArch Linux-ს სრულყოფილი ინსტალაციის შემდეგ აქვს მსგავსება ორ სხვა ოპერაციულ სისტემასთან, კერძოდ კი Parrot OS-თან და Kali Linux-თან. ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა მათ შორის, რომ BlackArch-ს არ გააჩნია სამუშაო მაგიდის მხარდაჭერა, თუმცა მასზე ინსტალირდება არაერთი ფანჯრების მენეჯერი, რომლის გასააქტიურებლადაც მცირე კონფიგურირებაა საჭირო. ამასთანავე, ისევე, როგორც Kali Linux-ს და Parrot OS-ს, BlackArch-საც გააჩნია CD/DVD ISO იმიჯი.
ხელსაწყოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოპერაციული სისტემა BlackArch Linux ამჟამად ფლობს 2605 სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორისაა:
- Aircrack-ng
- Armitage
- Burp suite
- Cisco Global Exploiter
- Ettercap
- John the Ripper
- Kismet
- Maltego
- Metasploit
- Nmap
- OWASP ZAP
- Social engineering
- Sqlmap
- Wireshark
- Hydra
- Reverse Engineering
- Binwalk
- Foremost
- Volatility