BGM-109 Tomahawk

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
BGM-109 Tomahawk
Tomahawk Block IV cruise missile -crop.jpg
Tomahawk Block IV საცდელი ფრენისას
ტიპი: შორი მოქმედების, ბგერამდელი, ფრთოსანი რაკეტა
ქვეყანა: აშშ-ის დროშა აშშ
სამსახურის ისტორია
ექსპლუატაციის წლები: 1983 – დღემდე
იყენებს: აშშ-ის საზღვაო ძალები
სამეფო საზღვაო ძალები
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი: General Dynamics
მწარმოებელი: General Dynamics (თავდაპირველად)
Raytheon
ეგზემპლიარის ღირებულება 1.87 მილიონი აშშ დოლარი (Block IV)[1]
მახასიათებლები
მასა, კგ: ამაჩქარებლის გარეშე: 1,300 კგ,
ამაჩქარებლიანად: 1,600 კგ
სიგრძე, მმ: ამაჩქარებლის გარეშე:556 მ,
ამაჩქარებლიანად: 625 მ
ქობინი: ბირთვული: W80 200 კტ (მოხსნილია);[2]
არაბირთვული: 450 კგ ფუგასური ან კასეტური
დიამეტრი, მმ: 52 მმ
დეტონაციის მექანიზმი: FMU-148 (Block III-დან მოყოლებული), სხვა მექანიზმები სპეციალური დანიშნულებით

BGM-109 Tomahawk (ინგლ. ტომაჰავკი) — სახმელეთო შეტევის, შორი მოქმედების, ბგერამდელი ამერიკული ფრთოსანი რაკეტების ოჯახი. ძირითადად გამოიყენება აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გემების და წყალქვეშა ნავების პლატფორმებიდან სახმელეთო იერიშებისთვის. დაპროექტებულია კომპანია General Dynamics-ის მიერ 1970 წლებში და თავდაპირველის გემით წარმოადგენდა საშუალო-შორი მოქმედების, დაბალ სიმაღლეზე მფრენ რაკეტას, რომლის გაშვებაც განხორციელდებოდა სახმელეთო პლატფორმიდან. დროთა განმავლობაში „ტომაჰავკმა“ მრავალი განახლება და მოდიფიკაცია განიცადა, აღიჭურვა ზუსტი ნავიგაციის მართვის სისტემებით. ამჟამად იწარმოება Raytheon-ის მიერ.[3] 2016 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეიძინა 202.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Tomahawk Block IV მოდიფიკაციის 149 რაკეტა.[1]

რაკეტა ატარებს ამერიკის მკვიდრი ინდიელების საბრძოლო სატყორცნი ნაჯახის სახელს.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს BGM-109 Tomahawk-ის რამდენიმე სახეობა, რომლებიც სხვადასხვა სახის საბრძოლო ქობინს იყენებენ:

  • BGM-109A TLAM — ბირთული (TLAM-N), თერმობირთვული W80 ქობინით. მოხსნა სამსახურიდან 2010-2013 წლებში.[2]
  • RGM/UGM-109B TAS-Mაქტიური თვითდამიზნებადი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა; მოიხსნა შეიარაღებიდან 1990-ებში.
  • BGM-109C TLAM-C — რაკეტა უნიტარული ქობინით. თავდაპირველად იყო AGM-12 Bullpup-ის მოდიფიცირებული ქობინი.
  • BGM-109D TLAM-D — კასეტური ქობინით.
  • RGM/UGM-109E TLAM (TLAM Block IV) — TLAM-C-ს გაუმჯობესებული ვარიანტი.
  • BGM-109G GLCM — ბირთვული W84 ქობინით; მოიხსნა შეიარაღებიდან 1991 წელს.
  • AGM-109H/L MRASM — მოკლე/საშუალო მანძილის ტურბორეაქტიული ძრავით აღჭურვილი ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტა კასეტური ქობინით; არასოდეს მიღებულა შეიარაღებაზე. ღირებულება 569 000 აშშ დოლარი (1999 წლისთვის).[4]

სახმელეთო ბაზირების „ტომაჰავკებისთვის“ (GLCM) გამოიყენებოდა სატვირთო პლატფორმა MAN KAT1 და გაშლილი იყვნენ ევროპაში. შეიარაღებიდან GLCM მოიხსნა 1987 წლის შეთანხმების საფუძველზე. ხომალდსაწინააღმდეგო ვერსიების უმრავლესობა, ცივი ომის დასრულების შემდეგ გადაკეთდა სახმელეთო იერიშის რაკეტებად (TLAM). Block III მოდიფიკაციას, რომელიც სამსახურში ჩადგა 1993 წელს, ჰქონდა მოქმედების გაზრდილი სიშორე და მიიღო GPS-მიმღებები, რითაც იერიშის სიზუსტე გაიზარდა. Block III TLAM-C-ში შენარჩუნდა სანავიგაციო სისტემა DSMAC II, GPS-დამიზნება ხდებოდა მხოლოდ ისეთ მისიებში, რომლებიც სწრაფად იგეგმებოდა სიზუსტის გარკვეული შემცირებით, ხოლო DSMAC II გამოიყენებოდა იმ მისიებში, რომლებიც ხანგრძლივი დაგეგმვის ეტაპს გადიოდნენ, თუმცა სიზუსტე უკეთესი იყო; DSMAC II და GPS სანავიგაციო სისტემების კომბინაციის გამოყენების შემთხვევაში მიიღება საუკეთესო სიზუსტე. Block IV TLAM-ები მთლიანად ხელახლა დაპროექტდა, მიიღო გაუმჯობესებული ტურბოვენტილატორული ძრავი.




სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "United States Department Of Defense Fiscal Year 2017 Budget Request Program Acquisition Cost By Weapon System"Office Of The Under Secretary Of Defense (Comptroller)/ Chief Financial Officer. იანვარი, 2016. გვ. 63.
  2. 2.0 2.1 Kristensen, Hans M. (18 მარტი, 2013). "US Navy Instruction Confirms Retirement of Nuclear Tomahawk Cruise Missile". Strategic Security. Federation of American Scientists. დაარქივებულია ორიგინალიდან 9 ივლისს, 2014.
  3. "BGM-109 Tomahawk - Smart Weapons". დაარქივებულია ორიგინალიდან 20 თებერვალს, 1999.
  4. Dan Petty. "The US Navy -- Fact File: Tomahawk Cruise Missile". ამოღებულია 8 ოქტომბერს, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BGM-109_Tomahawk&oldid=3260201“-დან