Azure

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Azure (ყოფილი სახელები: „ახალი სიცოცხლის ქალაქი“, „იენი ჰაიატი“) — არის მრავალფუნქციური შენობები, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. აღნიშნული შენობა შედგება ბიზნეს ცენტრის, რეზიდენციისა და სავაჭრო და გასართობი ცენტრისგან [1]. „Megafun“-ის გასართობი ცენტრი, რომელიც კომპლექსის ნაწილია, ითვლება ევროპაში ყველაზე დიდ დახურულ გასართობ ცენტრად [2][3]. მდებარეობს კასპიის ზღვის სანაპირო ზოლიდან 100 მეტრში, ნობელის გამზირზე, ბაქოს თეთრი ქალაქის მშენებარე რაიონში [4]. ეს არის განსაკუთრებული რაიონი, აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი ურბანული განვითარების ერთ–ერთი მთავარი პროექტი, რომელიც განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებულებით.

ბიზნეს ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„იენი ჰაიატი“-ს ბიზნეს ცენტრი არის 30 სართულიანი A + კლასის საოფისე კოშკი პოსტმოდერნული სტილით. ცათამბჯენის ფორმა განასახიერებს მცურავ გემს, რაც, არქიტექტორების აზრით, წარმატების სურვილს განასახიერებს. კოშკში განთავსებულია 200 საოფისე ფართი, საკონფერენციო დარბაზები, კინოთეატრი, სამედიცინო ცენტრი და კაფე. აღნიშნულ შენობას აქვს მრავალდონიანი ავტოსადგომი განკუთვნილი 2000 მანქანისთვის. შენობაში ასევე გამოიყენება პანორამული ლიფტები [5].

Azure რეზიდენსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Azure რეზიდენსი 28 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომლის საერთო ფართობი 84,345 მ², კომპლექსი 7 კორპუსისგან შედგება. ექსტერიერი ორიენტირებულია საზღვაო თემაზე: ლურჯი და თეთრი ზოლების კომბინაცია, მომრგვალო ფანჯრების არსებობა, რომლებიც ჰორიზონტალურ სახლებს ჰგავს. ექსპლუატაციაში შევიდა 2010 წელს [6]. აღნიშნულ კომპლექსში შედის 307 ბინა. რეზიდენციას აქვს საცხოვრებელი ეზო 8000 კვ.მ.

საყოფაცხოვრებო მომსახურებების გარდა, რომლებიც უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, მოსახლეობისთვის ასევე შეთავაზებულ იქნა ფიტნეს მომსახურება და SPA ცენტრები.

რაც შეეხება უშუალოდ სავაჭრო ცენტრს მას უკავია 40.000 მ² განთავსებული 4 სართულზე. ამ დროისთვის ეს არის აზერბაიჯანის უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრი.

Azure ასევე საშუალებას აძლევს მათ, ვისაც სურს ნახოს თავისი შვილები თანამედროვე, კომფორტულ და ყველაზე მნიშვნელოვან ბაღებში. კომპლექსის მე-5 სართულზე განთავსებულია საბავშვო ბაღი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალები მუშაობენ. ეს ადგილი ნამდვილად შეუცვლელი გახდება ბავშვების განვითარებისა და სკოლამდელი სწავლების პროცესში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Azure&oldid=4532968“-დან