Atomic Rooster

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Atomic Rooster
Atomic rooster.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი,[1][2] მძიმე როკი,[3] ბლუზ როკი[3]
აქტიური 1969–1975
1980–1983
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
ყოფილი წევრები

Atomic Roosterპროგრესული როკის ჟანრის ინგლისური ჯგუფი, რომელსაც შეადგენდნენ ჯგუფის Crazy World of Arthur Brown ყოფილი წევრები. ჯგუფის არსებობის მანძილზე ვინსენტ კრეინი იყო მისი ერთადერთი უცვლელი წევრი და სიმღერების დიდი ნაწილის ავტორი. მათი ისტორია იყოფა ორ პერიოდად, 1970-იან და 1980-იან წლებში. მათი ჟანრის განსაზღვრა რთულია, რადგან მცირე პერიოდებში ეს ჟანრები იცვლებოდა. თუმცა, ძირითადად ისინი ასრულებდნენ მძიმე როკის/პროგრესული როკის სინთეზს. ამის გარდა მათ ჰქონდათ მხოლოდ 2 წარმატებული სინგლი - „Tomorrow Night“ (ინგლისში - #11) და „The Devil's Answer“ (ინგლისში - #4), ორივე გამოცემული 1971 წელს.[4]

ჯგუფის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Atomic Rooster ჩამოყალიბდა 1969 წლის ბოლოს ორგანისტის, ვინსემტ კრეინის და დრამერის, კარლ პალმერის The Crazy World of Arthur Brown-იდან წასვლის შემდეგ. სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „Atomic Roooster“ ჩაიწერა 1970 იანვარში და გამოვიდა 1970 წლის თებერვალში, ხოლო ივნისში ბრიტანეთის ჩარტებში 49-ს ადგილს მიაღწია. ეს ალბომი ჩაიწერა ბას-გიტარისტ ნიკ გრეჰემთან და დრამერ კარლ პალმერთან ერთად, ხოლო კრეინმა დამატებით შეასრულა გიტარის და ვოკალის პარტიები.

სულ მალე გრეჰემმა და პალმერმა დატოვეს ჯგუფი და კრეინმა მოიწვია გიტარისტი ჯონ დიუ კენი და დრამერი პოლ ჰემონდი.[5]. ამ შემადგენლობამ 1970 წლის სექტემბერში გამოსცა მეორე ალბომი, „Death Walks Behind You“, რომლიდანაც სინგლმა „Tomorrow Night“ (#11 UK) ჯგუფს მოუტანა პირველი სერიზული წარმატება. (ალბომმა მიაღწია #12 UK და #90 US). მათი წარმატება გაამყარა სიმღერამ „Devil’s Answer“ (#4 UK) და მესამე ალბომმა „In Hearing of Atomic Rooster“ (#18 UK და #167 US), შექმნილი ვოკალისტ პიტ ფრენჩთან თანამშრომლობით ჯგუფიდან Cactus.

გარკვეული ხნის შემდეგ ეს კოლექტივი დაიშალა და კრეინმა კვლავ შეკრიბა მუსიკოსები: კრის ფარლოუ (ვოკალი), სტივ ბოლტონი (გიტარა), ბილ სმითი (ბასი), რიკ პარნელი (დასარტყამები). ამ შემადგენლობამ ჩაწერა ორი ალბომი, „Made In England“ (რომელსაც ჰხვდა უმნიშნვნელო წარმატება ამერიკაში — 149-ე ადგილი) და „Nice’n’Greasy“.

მოგვიანებით კრეინმა რამდენიმეჯერ შემოიკრიბა მის გარშემო მუსიკოსები, თუმცა ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა და წარმატებას ვერ მიაღწია. კრეინი ასევე მონაწილეობდა Dexys Midnight Runners-სა და სუპერჯგუფ Katmandu-ში, შექმნილი პიტერ გრინის მიერ. 1989 წლის 14 თებერვალს ვინსენტ კრეინმა, რომელსაც ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში, მედიკამენტების გადაჭარბებული დოზის მიღებით ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

2016 წელს კრეინის ქვრივის ნებართვით Atomic Rooster კვლავ აღსდგა. პირველი კონცერტი ჩატარდა 2016 წლის 14 ივლისს, კლიტეროში, ლანკაშირი. ჯგუფის წევრები არიან: პიტ ფრენჩი (ვოკალი), სტივ ბოლტონი (გიტარა), კრისტიან მედენი (კლავიშები), შაგ მილიჯი (ბასი) და ბო უოლში (დასარტყამები).

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივნისი, 1969 - მარტი, 1970 მარტი, 1970 – ივნისი, 1970 ივნისი, 1970 – აგვისტო, 1970 აგვისტო, 1970 – ივნისი, 1971 ივნისი, 1971 - აგვისტო, 1971
აგვისტო, 1971 – სექტემბერი, 1971 სექტემბერი, 1971 – თებერვალი, 1972 თებერვალი, 1972 - 1972-ის ბოლოს 1972-ის ბოლოს - მარტი, 1974 მარტი, 1974 - თებერვალი, 1975 (როგორც Vincent Crane's Atomic Rooster)
  • ვინსენტ კრეინი: ორღანი, პიანინო, სინთეზატორი
  • სემ "ტომქეტ" სემპსონი: ვოკალი
  • ენდი ჯონსონი: გიტარა
  • დენი "პანჩო" ბარნსი: გიტარა
  • ბობ "დოგ" რენი: ბასი
  • ლი ბაქსტერ ჰეიზი: დრამი
თებერვალი, 1975 - 1980-ის შუა პერიოდი 1980-ის შუა პერიოდი – ოქტომბერი, 1980 ორი კვირით 1980 წლის ოქტომბერში ოქტომბერი, 1980 - 1982-ის შუა 1982-ის შუა პერიოდში

დაიშალა

1982-ის შუა პერიოდი - 1983 1983 - 1983-ის შუა პერიოდი 1983-ის შუა პერიოდი - 1983-ის ბოლო 2016 - დღემდე
  • სტივ ბოლტონი - გიტარა
  • პიტ ფრენჩი - ვოკალი
  • კრისტიან მედენი - კლავიშებიანი
  • შაგ მილიჯი - ბასი
  • ბო უოლში - დრამი

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემის თარიღი ალბომი ადგილი აშშ ჰიტ-აღლუმში (მაქს.) ადგილი ინგლისის ჰიტ-აღლუმში (მაქს.)
თებერვალი, 1970
Atomic Roooster
-
49
სექტემბერი, 1970
Death Walks Behind You
90
12
ივლისი, 1971
In Hearing of Atomic Rooster
167
18
1972
Made in England
149
-
1973
Nice 'n' Greasy
-
-
სექტემბერი, 1980
Atomic Rooster
-
-
ივნისი, 1983
Headline News
-

საკონცერტო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპილაციური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Resurrection (2001)
  • Devil's Answer: The Singles Collection (2006)

DVD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Atomic Rooster. AllMusic.
  2. Talevski 2006, გვ. 242.
  3. 3.0 3.1 Talevski 2006, გვ. 105.
  4. Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 33. ISBN 1-904994-10-5. 
  5. Atomic Rooster biography. atomic-rooster.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012. წაკითხვის თარიღი: 2010-03-02.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Atomic_Rooster&oldid=3394492“-დან