Arp 271
გალაქტიკა | |
---|---|
დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000) | |
პირდაპირი ასვლა | 14სთ 00წთ 48.3წმ[1] |
დახრილობა | −05° 47′ 25″[1] |
ხილული ზომები | 2.5 |
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV | 11.4 |
მახასიათებლები | |
მანძილი | 127 მილიონი სინ.წელი |
Arp 271 — მსგავსი ზომის ურთიერთქმედი გალაქტიკების — NGC 5426-სა და NGC 5427-ის წყვილი. გაურკვეველია, შეეჯახებიან თუ არა ეს გალაქტიკები თანდათანობით ერთმანეთს. მათი ურთიერთქმედება უკვე ათობით მილიონი წელია გრძელდება; გალაქტიკებს შორის მიმდინარე საერთო გრავიტაციული მიზიდულობის შედეგად, წარმოიქმნა მრავალი ახალი ვარსკვლავი, რომლებიც მათ შორის დამაკავშირებელი ხიდივით განლაგდა. Arp 271 დედამიწიდან 127 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და განფენილია 130 000 სინათლის წლის მანძილზე. 1785 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა. ასტრონომთა ვარაუდით,[2] [3] დაახლოებით 3,75 მილიარდი წლის შემდეგ, მსგასვი შეჯახება დაიწყება ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომსა და ანდრომედას გალაქტიკას შორისაც, რომელიც ამჟამად ჩვენგან 2,6 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Simbad: Arp 271
- Arp 271 — Galaxies Drawn Together, ESO picture of the week.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 SIMBAD Astronomical Database. Results for Arp 271. ციტირების თარიღი: 2010-09-22.
- ↑ http://www.nasa.gov/mission_pages/hubble/science/milky-way-collide.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-12. ციტირების თარიღი: 2017-03-22.
- ↑ [1]