Amazon Kindle

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Amazon Kindle
Amazon Kindle logo.svg
Kindle 3
შემქმნელი Amazon.com
მწარმოებელი Foxconn
პროდუქტის ოჯახი Kindle
ტიპი ელექტრონული წიგნების მკითხველი
გამოშვების თარიღი 19 ნოემბერი 2007
თავდაპირველი ფასი 399 აშშ დოლარი
ოპერაციული სისტემა

Linux 2.6.26
Kindle Original 1.2
Kindle 2 2.5.8
Kindle DX 2.5.8
Kindle 3 3.4
Kindle 4, 5 4.1.1
Kindle 6 5.6.1.0.2
Kindle Touch 5.3.7.2
Kindle Paperwhite (პირველი თაობა) 5.4.4.2
Kindle Paperwhite (მეორე თაობა) 5.6.1.0.2

Kindle Voyage 5.6.1.0.1
კვება 3.7 ვ, 1530 მა ლითიუმ–პოლიმერული, BA1001 მოდელი
პროცესორი 532 მეგაჰერცი, ARM-11
მეხსიერება (სრული/წვდომადი)
256 მბ/180 მბ (თავდაპირველი) ან 2 გბ/1.4 გბ (Kindle 2) ან 4 გბ/3 გბ (Kindle 3) ან 4 გბ/3.3 გბ (Kindle DX) შიდა ფლეშ მეხსიერება
მონიტორი

6 დუიმიანი დიაგონალი, 3.6 დიუმი (91 მმ) × 4.8 დიუმი (122 მმ),

600 × 800 პიქსელი ან 0.48 მეგაპიქსელი
შეტანა USB 2.0 პორტი, SD ბარათი (მხოლოდ ორიგინალურ მოდელზე), შიდა სპიკერი, ცვლადი დენის გადამყვანის შესაერთებელი
კამერა არა
სათითური არა
ზომა

203 × 135 × 20.3 მმ (ორიგინალი) 203 × 135 × 9.14 მმ (Kindle 2)

190 × 123 × 8.51 მმ (Kindle 3)
წონა

290 გრამი (Kindle 1 და 2) 247 გრამი (Kindle 3) 241 გრამი (Kindle 3 მხოლოდ Wi-Fi–ანი)

540 გრამი (Kindle DX 2)
დაკავშირებული სტატიები Amazon.com
საიტი Amazon Kindle

Amazon Kindle [ˈʔæməzən 'kɪndl̩] — ელექტრონული წიგნის წამკითხავი მოწყობილობების სერია, რომელსაც გააჩნია ელექტრონული ფურცლის მხარდაჭერა. დეველოპერია Amazon.com, ხოლო მწარმოებელი - ფოქსკონი. Kindle რამდენიმე ტიპისაა: პირველი (გამოსვლის თარიღი: 19 ნოემბერი 2007), მეორე (23 თებერვალი 2009), მესამე (27 აგვისტო 2010) და DX (გამოდის 2009 წლიდან) ტიპის. მისი თავდაპირველი ფასი 399 ამერიკული დოლარი იყო. მუშაობს ლინუქსის (v2.6.10) ოპერაციულ სისტემაზე .

Kindle-ს აქვს wi-fi მოწყობილობის მხარდაჭერა, რათა მომხმარებელმა ინტერნეტის მეშვეობით იპოვოს სასურველი წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, გადმოწეროს ან იყიდოს ზოგიერთ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ იგი გამოდგება ბლოგების და ელექტრონული ფოსტის შესამოწმებლადაც. გვერდ Amazon.com–ს აქვს Kindle-ის წიგნების ცალკე კატეგორია. არის უფასო და მეკობრული მეთოდით გავრცელებული წიგნებიც.

წაკითხვადი ფაილის ფორმატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი Kindle კითხულობდა მხოლოდ (MOBI, PRC) გაფართოების, უბრალოდ ტექსტური ფაილის (TXT), Topaz–ის ფორმატის (TPZ) და ამაზონის საკუთარი, დაცული ფორმატის (AZW) ტიპის ფაილების.

Kindle-ის მოდელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი თაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kindle[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაზონმა გამოუშვა პირველი თაობის Kindle 19 ნოემბერს, 2007, 399$-ად. ის გაიყიდა 5 საათ ნახევარში და არ იყო ამაზონის საწყობში აპრილის ბოლომდე, 2008. ის არის ერთადერთი Kindle რომლის მეხსიერების გაზრდაც SD ბარათით არის შესაძლებელი.

მოწყობილობას გააჩნია 6 დუიმიანი, 4-დონიანი შავ-თეთრი ეკრანი და 250 მბ შიდა მეხსიერება. ამაზონს არ გაუყიდია იგი შეერთებული შტატების გარეთ.

მეორე თაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kindle 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

10 თებერვალს, 2009, ამაზონმა დააანონსა Kindle 2. გაყიდვაში გამოვიდა 23 თებერვლიდან, 2009. მას შეეძლო ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა და ჰქონდა 2 გბ შიდა მეხსიერება.

24 ნოემბერს, 2009, ამაზონდა გამოუშვა პროგრამის განახლება რომელმაც გაზარდა ბატარიის დრო 85%-ით და წარმოადგინა PDF მხარდაჭერა.

Kindle 2 საერთაშორისო ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 ოქტომბერს, 2009, გამოუშვა საერთაშორისო ვერსია რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.

Kindle DX[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაზონმა დააანონსა Kindle DX 6 მაისს, 2009. მას ჰქონდა დიდი ეკრანი, PDF მხარდაჭერა და აქსელერომეტრი. იყო უფრო მოსახერხებელი გაზეთების და სახელმძღვანელოების წასაკითხად.

Kindle DX Graphite[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 ივლისს, 2010, ამაზონმა გამოუშვა ახალი ვერსია Kindle DX "Graphite" ახალი ელ მელნიანი ეკრანით.

მესამე თაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kindle Keyboard Wi-Fi და Wi-Fi/3G[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაზონმა დააანონსა ახალი თაობის Kindle 28 ივლისს, 2010. ამაზონი არ იხსენიებდა მას როგორც Kindle 3 მაგრამ მას მიმომხილველები ხშირად ზუსტად ასე იხსენიებდნენ.

ეს Kindle ხელმისაწვდომი იყო 2 ვერსიად. ერთი Wi-Fi კავშირით, US$139, და მეორე, ორივე 3G და Wi-Fi კავშირით. ორივე იყენებდა ახალ E ink "Pearl" ეკრანს.

მეოთხე თაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kindle[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

28 სექტემბერს, 2011, ამაზონმა დაანონსა ახალი მოდელი $79 და $109, რეკლამებით და მათ გარეშე შესაბამისად. შეინარჩუნა ძველი 6’’ ეკრანი და დაამატა ექსპერიმენტული ვებ ბრაუზერი. აქვს 9 ღილაკი, კლავიატურა ეკრანზე, 2გბ მეხსიერება და 2 თვიანი ბატარიის ტევადობა.

Kindle Touch Wi-Fi და Wi-Fi/3G[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაზონმდა დააანონსა თაჩსკრინიანი ვერსია 28 სექტემბერს, 2011; გააჩნია Wi-Fi ($99 რეკლამებით, $139 ურაკლამო) ან Wi-Fi/3G კავშირი ($149 რეკლამებით, $189 ურეკლამოდ). 3G მობილურის ქსელით შესაძლებელია Kindleს მაღაზიასთან დაკავშირება, წიგნების და პერიოდიკის გადმოწერა და ვიკიპედიის ნახვა. გააჩნია ექსპერიმენტული ვებ ბრაუზერი, ინფრაწითელ მგრძნობიარე ეკრანი, 4გბ მეხსიერება და 2 თვიანი ბატარიის ტევადობა. 2012 წლის მარტიდან ხელმისაწვდომია გაერთიანებლ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და იტალიაში.

მეხუთე თაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kindle[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

6 სექტემბერს, 2012, ამაზონმდა წარმოადგინა ახალი თაობა. იწყება $69 რაკლამით და $89 ურეკლამო. აქვს შავი ჩარჩო, უკეთესი კონტრასტი და ფონტების ცვლაა შესაძლებელი, ასევე 167 PPI პიქსელების სიმჭიდროვე და ყველაზე მსუბუქია (170g).

Kindle Paperwhite[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოვიდა 1 ოქტომბერს. აქვს 6" ეკრანი, 212 ppi ეკრანით (თითქმის-XGA რეზოლუცია 758×1024) ჩაშენებული განათებით. ხელმისაწვდომია ($119 რეკლამებით, $139 ურეკლამო) და Wi-Fi + 3G ($179 რეკლამით, $199 ურეკლამო) მოდელები. ბატარის სიცოცხლე 8 კვირა ყოველდღე ნახევარი საათი კითხვით.

LCD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kindle Fire[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაზონმა დააანონსა ანდროიდზე დაფუძნებული ფერადი სენსორულ ეკრანიანი ვერსია 28 სექტემბერს, 2011. გამოვიდა $199-ად და აქვს 7-დუიმიანი ეკრანი. იტევს 80 აპლიკაციას, პლიუს 10 კინო, ან 800 მუსიკა ან 6000 წიგნს. მის ვებ ბრაუზერია ამაზონ სილკი. არ აქვს 3G, მიკროფონი, კამერა და SD მხარდაჭერა. იტევს 8 გბ და 8 საათიანი ბატარიის დრო.

Kinfle Fire HD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kindle Fire HD არის მეორე თაობის ამაზონის ფერადი პლანშეტი 2 სახის 7 და 8.9 დუიმიანი ეკრანით.

Kindle Fire HDX[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kindle Fire HDX არის მესამე თაობის Amazon's Kindle Fire-ის სერიის პლანშეტი. იგი არის 2 სახის - 7 და 8.9 დუიმიანი ეკრანით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Amazon_Kindle&oldid=4441489“-დან