A Perfect Circle
![]() |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|A Perfect Circle}} |
A Perfect Circle — ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1999 წელს, გიტარისტ ბილი ჰოვერდელის და ჯგუფ Tool-ის სოლისტის მეინარდ ჯეიმზ კინენის მიერ. ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან.
ჯგუფმა დღემდე გამოუშვა 3 ალბომი: Mer de Noms, Thirteenth Step და eMOTIVe.
ჯეიმზ კინენი ჯგუფში მოსვლამდე უკვე ძალიან პოპულარული იყო ჯგუფიდან Tool. A Perfect Circle-მა ფაქტობრივად გარდატეხა მოახდინა პროგრესულ მეტალში. მისი სიმღერები შეიცავს ორიგინალურ, ფილოსოფიურ ლირიკას.
A Perfect Circle-ს აქვს დაწერილი რამდენიმე საუნდტრეკი. მათ შორის არის მუსიკა ფილმებისათვის Resident Evil: Afterlife (სიმღერა The Outsider) და Constanse (სიმღერა Passive). ასევე ჯგუფს ეკუთვნის მრავალი ცნობილი სიმღერა, როგორიცაა : Judith, Pet,Blue, Weak and Powerless, 3 Libras, Orestes, The Hollow და მრავალი სხვა.
შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ამჟამინდელი წევრები
- მეინარდ ჯეიმზ კინენი – ვოკალი (1999–დღემდე)
- ბილი ჰაუერდელი – წამყვანი, რითმული გიტარები, ვოკალი (1999–დღემდე)
- ჯეიმზ აიჰა – რითმული გიტარები, კლავიშებიანი საკრავები (2003–2004, 2010–დღემდე)
- მეტ მაკ-ჯენკინსი – ბასი (2010–დღემდე)
- ჯოშ ფრიზი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია (1999–დღემდე)
- ყოფილი წევრები
- ტიმ ალექსანდრი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია (1999)
- ტროი ვან ლიუენი – რითმული გიტარები (1999–2002)
- ჯორდი უაიტი – ბასი (2003–2004)
- პეზ ლენშანტინი – ბასი, სიმებიანი ინსტრუმენტები, დამატებითი ვოკალი (1999–2002, 2004)
- დენი ლონერი – რითმული გიტარები, ბასი, ხმის ინჟინერი (1999–2004)