ამერიკული ტბის კუ (ლათ.Emys blandingii ან Emydoidea blandingii) — კუსსახეობაჭაობის კუებისოჯახისა. გავრცელებულია აშშ-სა და კანადაში. დიდ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ამერიკულ ტბის კუზე არ მოქმედებს დაბერების პროცესი და შთამომავლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტოვებს.[1][2] მისი სხეულის სიგრძეა 18–27 სმ. კარაპაქსი ზეთისხილისფერია წვრილი ღია ლაქებით, პლასტრონი კი — ყვითელი. ბინადრობს მცირედ გამდინარე წყალსატევებში. ძირითადად იკვებება კიბოსნაირებითა და მწერებით, უმნიშვნელოდ — თევზითა და მცენარეებით. სქესობრივ სიმწიფეს 14–20 წლის ასაკში აღწევს. წყვილდებიან მარტიდანოქტომბრამდე. დედალი დებს 6–12 კვერცხს, საიდანაც გამოჩეკილი კუები გაზაფხულამდე მიწის ქვეშ რჩებიან.[3] ცოცხლობენ 77 წელზე მეტს.[4] ამერიკული ტბის კუს ხორცი საჭმელად ვარგისია.
ლიტერატურა
Маккой C. J. 1973. Emydoidea, E. blandingii. Catalogue of American Amphibians and Reptiles (136): 1—4.
Obst F. J. 2003. Sumpfschildkröten. Draco 4(13): 4—18.
სქოლიო
↑„Emydoidea blandingii“. The Moirai - Aging Research (ინგლისური). 2016-10-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2018-09-02.
↑Michael Brooks (2008). 13 Things That Don’t Make Sense, Ch 9: „Death“, NY: Doubleday, ISBN 9781861978172.