2046 (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
2046
რეჟისორი ვონგ კარ-ვაი
სცენარის ავტორი ვონგ კარ-ვაი
გამოსვლის თარიღი მაისი 20, 2004 (2004-05-20) (კანი)
ხანგრძლივობა 129 წუთი
ქვეყანა ჰონგ-კონგი
ენა კანტონური
იაპონური
მანდარინი
ბიუჯეტი $12 მილიონი
შემოსავალი $19 მილიონი

„2046“ — 2004 წლის ჰონგკონგური რომანტიკული დრამა, რომლის სცენარისტი და რეჟისორია ვონგ კარ ვაი.

ფილმი მწერლისა და სხვადასხვა ქალებთან მისი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ისინი მწერლის ცხოვრებაში მას შემდეგ ჩნდებიან, რაც მან დაკარგა ქალი, რომელსაც თავისი ცხოვრების ჭეშმარიტ სიყვარულად მიიჩნევდა. მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანს წერს, რომლის სიუჟეტიც ფილმში მეორე ხაზად ვითარდება.

„2046“ რეჟისორის წინა ფილმების: „სიგიჟის დღენი“ და „სასიყვარული განწყობა“ – ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს და ამ უკანასკნელში მოთხრობილი ჩო მო-ვანისა და სუ ლი-ჟენის არშემდგარი სასიყვარულო ურთიერთობის შემდგომ მოვლენებს ასახავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]