ჰუსაინიდები

ჰუსაინიდები — ტუნისის გამგებლების (ბეების) დინასტია (1705-1957 წწ.) დააარსა ჰუსაინ ბენ ალიმ, ბერძნული წარმოშობის თურქმა ოფიცერმა. 1705-1881 წლებში ჰუსაინიდები ფორმალურად აღიარებდნენ, რომ ოსმალეთის იმპერიის ვასალები იყვნენ, ფაქტობრივად კი ქვეყანას დამოუკიდებლად განაგებდნენ. საფრანგეთის პროტექტორატის დროს (1881-1956 წწ.) რეალური ხელისუფლება დაკარგეს. ტუნისის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1956 წ.) ჰუსაინიდების დინასტია დაემხო (1957 წლის 25 ივლისი), ტუნისი რესპუბლიკად გამოცხადდა.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 697.