ჰუნეინის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუნეინის ბრძოლა
მუსლიმთა ომის პოლითეისტების წინააღმდეგ ნაწილი
თარიღი 630
მდებარეობა ჰუნეინის დაბლობი, საუდის არაბეთი
შედეგი მუსლიმთა გამარჯვება
მხარეები
მუსლიმი კურეიშიტები ჯამითები
ჰავაზინები
ბანუ საკი
ბანუ საადი
მეთაურები
წინასწარმეტყველი მუჰამედი
ალი იბნ აბუ ტალიბი
მალიქ იბნ აუფი
ძალები
დაახლოებით 12 ათასი ადამიანი დაახლოებით 4 ათასი ადამიანი
დანაკარგები
4 200
ჰუნეინის ბრძოლა ვიკისაწყობში

ჰუნეინის ბრძოლა  — ბრძოლა მუსლიმებსა და წარმართებს შორის 630 წელს ჰუნეინის ხეობაში. ბრძოლა გაიმართა მექადან ტაიფისკენ მიმავალ ერთ-ერთ გზაზე და დასრულდა მუჰამედის არმიის გამარჯვებით.[1]

ბრძოლის წინ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მექას დაპყრობა მძიმე დარტყმა იყო არაბეთის ნახევარკუნძულის პოლითეისტებისთვის და მათ გადაწყვიტეს  მუსლიმებზე იერიშის მიტანა. იმ ტომებს შორის, რომლებმაც გადაწყვიტეს წინააღმდეგობა გაეწიათ მზარდი მუსლიმური სახელმწიფოსთვის, იყვნენ ჯამიტები, საადითები, ჰავაზინები, საკიფები და ბანუ საადის ტომი, სადაც მუჰამედმა გაატარა ბავშვობა.

როდესაც  მექას წინააღმდეგ კამპანიის შესახებ შეიტყვეს ჰავაზინებმა და მათმა მოკავშირე ბანუ ტაკიფმა,  მოახდინეს ძალების მობილიზება.  წინასწარმეტყველმა  მუჰამედმა  გაიგო მტრის განზრახვების შესახებ და მექას დაპყრობიდან ორი კვირის შემდეგ  ბრძანა 12000 კაციანი არმიის აღჭურვა და გალაშქრება  ტაიფის მიმართულებით.[2]

ბრძოლის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალიქ იბნ აუფმა ყველას უბრძანა,  გაქცევის თავიდან ასაცილებლად წაეყვანათ ოჯახები და პირუტყვი. დურაიდების ტომის ძველმა ლიდერმა გააპროტესტა მალიქ იბნ აუფის გადაწყვეტილება, მაგრამ მას არავინ მოუსმინა. ჰავაზინები ვიწრო ხეობაში ჩაუსაფრდნენ  მუსლიმებს.

ოთხშაბათს საღამოს, მეათე შავალს, მუსლიმთა ჯარი  ჰუნეინის ხეობაში  შევიდა. როდესაც მუსლიმებმა დაინახეს  რიცხობრივი უპირატესობა მტერზე, თავი თავდაჯერებულად იგრძნეს. ჰავაზინები მოულოდნელად  დაესხნენ მუსლიმებს და შეტევაზე გადავიდნენ,  გამოიყენეს ადგილობრივი რელიეფი და ქვების უკან დაიმალნენ. როცა ჰავაზინებმა მუსლიმებს ქვების სროლა დაუწყეს, მუსლიმებს შორის პანიკა ატყდა და  გაიქცნენ. მათ შორის, ვინც საბრძოლველად დარჩა, იყვნენ ალი იბნ აბუ ტალიბი,  აბასი, ფაზალ იბნ აბასი, უსამა და აბუ სუფიან იბნ ჰარისა.[3][4]

ბრძოლის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც დაინახა, თუ როგორ გარბოდნენ მუსლიმები, მუჰამედი მტრის შუაგულში შევარდა და აბასს უბრძანა, დაეძახა თავისი თანამებრძოლებისთვის, რომლებმაც ფიცი დადეს ხის ქვეშ.  აბასმა ხმამაღლა მიმართა თანმხლებ პირებს: „სად არიან ამხანაგები, რომლებმაც ხის ქვეშ შეჰფიცეს მუჰამედს!?“. აბასის მოწოდების გაგონებაზე, თანმხლებებმა სათითაოდ დაიწყეს ალაჰის მოციქულის გარშემო შეკრება და  წარმოთქვეს: „აი, მე ვარ შენს წინაშე, ო, ალლაჰის შუამავალო! გისმენ და გემორჩილები!”. ამგვარად 140 თანამებრძოლი შეგროვდა.

ბრძოლის დროს წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ხელში აიღო ერთი მუჭა მიწა და მტერს შეაყარა.  ჰავაზინებს თვალები მიწით აევსოთ, რამაც მათ რიგებში დაბნეულობა და პანიკა გამოიწვია. არეულობით  ისარგებლეს მუსლიმებმა და დაიწყეს მათი შევიწროვება.  ჰავაზინებს ბრძოლის ველის, ოჯახების და პირუტყვის დატოვება აიძულეს.[5]

ბრძოლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლის ველიდან გაქცეულებმა ჰავაზინებმა მუსლიმებს დაუტოვეს დაახლოებით 24000 აქლემი, 40000 ცხვარი, 4000 უნცია ვერცხლი და 6000 პატიმარი, ასევე დიდი რაოდენობით პირუტყვი.

ჰავაზინები ორ ჯგუფად გაიყვნენ, რომელთაგან ერთი გაიქცა ტაიფის ციხესიმაგრეში, მეორე კი ავთასის ხეობაში. აბუ ამირის რაზმი გაემართა ავთასის ხეობისკენ, ხოლო წინასწარმეტყველი მუჰამედი წავიდა ტაივში და ალყა შემოარტყა მას.

ავთასის ხეობაში მუსლიმებისა და ჰავაზინების უძლიერეს მეომრებს შორის გაიმართა ორთაბრძოლა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ბრძოლის წინ ტარდებოდა ხოლმე. მუსლიმთა მხარეზე გამოვიდა თავად აბუ ამირი, რომელმაც თავის მხრივ  სიცოცხლეს გამოასალმა  9  ძმა — 9 სახელგანთქმული მეომარი. როდესაც უკანასკნელი მტერი დაამარცხა,   მას თავს დაესხა ორიჰავაზინი და ადგილზე მოკლა. ჯარს სათავეში ჩაუდგა აბუ ამირის ძმისშვილი, აბუ მუსა და მტერი დაამარცხა.

ტყვეებს შორის იყო წინასწარმეტყველ მუჰამედის აღმზრდელი და, რომელიც მაშინვე გაათავისუფლეს.[6][7]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lammens, H. and Abd al-Hafez Kamal., Hunayn, in P.J. Bearman, Th. Bianquis, C.E. Bosworth, E. van Donzel and W.P. Heinrichs, Encyclopaedia of Islam Online Edition, Brill Academic Publishers, ISSN 1573-3912
  2. Quran 9:25-27 (არაბ.)
  3. ln Mughazi, vol. III, page 602
  4. Tafsir Ibn Kathir all 10 volumes
  5. Sha'rani, Ahmad Abdul Wahab Bin Ahmad (2006), alkitab.com-Source for Arabic Books: Tabaqat al-Kubra - Sha'rani - الطبقات الكبرى: History - Islamic - Sufi Studies: By Sha'rani, Ahmad Abdul Wahab Bin Ahmad, DKI, Beirut
  6. Ibn Kathir, The Battles of the Prophet, p. 175-176
  7. Russ Rodgers, The Generalship of Muhammad: Battles and Campaigns of the Prophet of Allah, p. 224.