ჰუდა სალიჰ მაჰდი ამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუდა სალიჰ მაჰდი ამაში
მშობლიური სახელი არაბ. هدى صالح مهدي عماش
დაბადების თარიღი 1953
ერაყი, ბაღდადი
მოქალაქეობა ერაყის დროშა ერაყი
პროფესია მიკრობიოლოგი
საქმიანობა მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე
მშობლები მამა: სალიჰ მაჰდი ამაში

ჰუდა სალიჰ მაჰდი ამაში ( არაბ. هدى صالح مهدي عماش დ.. 1953, ბაღდადი, ერაყი ) — ერაყელი მიკრობიოლოგი და პოლიტიკოსი. სადამ ჰუსეინის მთავრობაში ხელმძღვანელობდა სავაჭრო ბიუროს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაში დაიბადა 1953 წელს ბაღდადში ბაასის პარტიის ფუნქციონერის სალიმ მაჰდი ამაშის ოჯახში. 1975 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიაში ბაღდადის უნივერსიტეტიდან, მაგისტრის ხარისხი მიკრობიოლოგიაშიტეხასის უნივერსიტეტიდან და დოქტორის ხარისხი მიკრობიოლოგიაში — მისურის უნივერსიტეტიდან (კოლუმბია, მისური) 1983 წელს. [1] ამაშის მამა იყო ერაყის თავდაცვის მინისტრი და ვიცე პრეზიდენტი. სავარაუდოდ, დასაჯეს სიკვდილით სადამ ჰუსეინის ბრძანებით 1983 წელს. [2]

2001 წელს ამაში აირჩიეს ისლამურ მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ერაყში ცნობილია როგორც მეცნიერი და სამეცნიერო ხელმძღვანელი. ის იყო ბაღდადის უნივერსიტეტის ქალთა განათლების კოლეჯის დეკანი და მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (1995-1997).მის პუბლიკაციებს შორისაა: "დაბინძურების გავლენა პირველი ყურის ომის დროს ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე ერაყში" (Soli Al-Mondo, რომი 1999) და "ელექტრონული, ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება ომისა და ემბარგოსგან და მისი გავლენა გარემოსა და ჯანმრთელობაზე" (ერაყის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი, 1997). დოქტორმა ამაშმა გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი ენტონი არნოუვის რედაქტირებით „ტოქსიკური დაბინძურება, ყურის ომი და სანქციები“ კრებულში "ერაყი ალყაში" (Iraq Under Siege : South End Press, undated edition, 2002).

ხუდა სალიჰ მაჰდი ამაშს ბრალი დასდეს ბაქტერიოლოგიური იარაღის შემუშავებაში. მან მოიპოვა მეტსახელი "ქალბატონი ციმბირის წყლული". იგი ზედამხედველობდა ერაყში ბიოლოგიური იარაღის ხელახლა შექმნის მცდელობებს 1991 წლის ყურის ომის შემდეგ. მისი ექსპერიმენტები გაღარიბებულ ურანთან დაკავშირებით წარუმატებლად დასრულდა: 1991 წლიდან ჰუდა ამაში რადიაციული დაავადებით იტანჯება. დოქტორი ამაში იყო ადმინისტრატორი, რომელიც კოორდინაციას უწევდა საიდუმლო ბირთვული და ბაქტერიოლოგიური პროგრამების საქმიანობას ერაყში. [3]

აშშ-ის ერაყში შეჭრის შემდეგ დოქტორი ამაში შეიყვანეს ყველაზე ძებნილი ერაყელების სიის ტოპ ხუთეულში. იგი დააკავეს 2003 წლის 9 მაისს ბაღდადში. South End Press-მა, რომელმაც გამოსცა მისი წიგნები, განაცხადა, რომ ამაში პოლიტიკური მიზეზების გამო დააკავეს. [4]

ომის დროს ერაყის ტელევიზიით ნაჩვენები სადამ ჰუსეინის რამდენიმე ვიდეოდან ერთ-ერთში, ამაში იყო ერთადერთი ქალი ექვს მამაკაცს შორის, რომლებიც მაგიდის ირგვლივ ისხდნენ. ამერიკელები ამტკიცებდნენ, რომ იგი მიეკუთვნებოდა ლიდერთა ახალ თაობას, რომლებიც "ბაასის" პარტიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე დაინიშნენ პირადად სადამ ჰუსეინის მიერ.

პატიმრობის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამაში ციხეში კიბოთი კვდებოდა. ადვოკატებმა, რომლებიც წარმოადგენენ ჰუსეინის და მისი უახლოესი თანამოაზრეების ინტერესებს, მიმართეს ერაყის მთავრობას ჰუმანურობის გამოვლენის და მათი კლიენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით. [5]

დოქტორი ამაში გაათავისუფლეს 2005 წლის 19 დეკემბერს . ოფიციალური ინფორმაციით, პატიმრები გაათავისუფლეს, ვინაიდან ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. როგორც მოგვიანებით ამერიკული არმიის წარმომადგენელმა განაცხადა [6] :

ბევრი დააკავეს ომის დანაშაულებებში მონაწილეობის ბრალდებით როგორც მნიშვნელოვანი მოწმე... მივიჩნიეთ, რომ ისინი ინფორმაციას უკვე აღარ ფლობდნენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]