ჰორეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰორეკა (ნიდერლ. Horeca — hotel/restaurant/café) — ბიზნესის ის სახეობა, რომელიც აერთიანებს საკვების დამამზადებელ ინდუსტრიას, ასევე იმ დაწესებულებებს, სადაც ხდება საკვებითა და სასმელებით გამასპინძლება. ჰორეკა, რომელიც ნიდერლანდური სიტყვების (თუმცა ეს სიტყვები ძირითად ევროპულ ქვეყნებში იგივენაირად იწერება) hotel/restaurant/café-ს აკრონიმია, უკვე საერთაშორისო ტერმინადაა დამკვიდრებული.

ივარაუდება, რომ ჰორეკა როგორც ტერმინი წარმოიშვა ნიდერლანდებში. თუმცა ამ სიტყვას ფართოდ იყენებენ, ბელგიაში, პორტუგალიაში, საქართველოსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

ბიზნესის ეს სექტორი ყველაზე ზრდადია ევროპაში. 2004 წლის მონაცემებით ჰორეკაში დასაქმებული ადამიანების ოდენობა 7,8 მილიონს აღემატებოდა ევროპაში[1] ხოლო, მოგება 338 მილიარდზე მეტი იყო[2]. ამ სფეროში სამსახურები ძირითადად დროებითია, არარეგულარული საათებით, დაბალი ანაზღაურებით და კარიერის ნაკლები პერსპექტივით. ჰორეკაში დასაქმებულთა ძირითადი წილი ახალგაზრდებზე მოდის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eurostat, 2005
  2. Eurofound, 2005