ჰნატ ხოტკევიჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰნატ ხოტკევიჩი

ჰნატ ხოტკევიჩი (უკრ.: Гнат Мартинович Хоткевич, დ. 31 დეკემბერი, 1877, ხარკოვი, გ. 8 ოქტომბერი, 1938, იქვე), უკრაინელი მწერალი, ეთნოგრაფი, დრამატურგი, კომპოზიტორი, მუსიკოლოგი და ბანდურისტი.

დედამისი დიასახლისი იყო. მცირე ცნობა მოიპოვება მამამისის შესახებ, რომელმაც ოჯახი 1880-იან წლებში მიატოვა. ბავშვობაში ჰნატმა პიანინოსა და ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა, მოგვიანებით კი ბანდურაზეც, რეგიონის ბრმა მუსიკოსებზე დაკვირვებით. უმაღლესი განათლება ინჟინრის დიპლომით დაამთავრა. მიუხედავად ამისა, სახელი გაითქვა როგორც ლიტერატორმა, დრამატურგმა, ეთნოგრაფმა და თანამედროვე ბანდურის ხელოვნების დამფუძნებელმა.