ფარისებრი ჯირკვლის კიბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფარისებრი ჯირკვლის კიბოკარცინომა ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელებულ ფორმად ვერ ჩაითვება, თუმცა ბოლო ხანს ის რამდენადმე გახშირდა, განსაკუთრებით - ბავშვთა ასაკში. ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი უფრო მეტად მოხუცები ავადდებიან. 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის კიბოს კვანძებს რეგისტრირების სიხშირე ყოველი ათი წლის შემდეგ 10%-ით იმატებს. ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძები და კიბო უმთავრესად ქალებს უვითარდებათ, კვანძის გაავთვისიანება კი უფრო მამაკაცებს შორის შეიმჩნევა. ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი კარცინომა მემკვიდრეობითი ბუნებისაა.

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადებულთა უმრავლესობას კიბოს განვითარებამდე აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (ჩიყვი, ადენომა, პროლიფერაციული ცისტადენომა). კიბო უფრო ხშირად აღირიცხება გავრცელებული ენდემური ჩიყვის გავრცელების რაიონებში.

გაავთვისებიანებისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს პროლიფერაციულ პაპილარულ ცისტადენომას.

ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე შენების მიხედვით მეტად ვარიაბელურია. ავთვისებიანობის ხარისხის მიხედვით გამოყოფენ სიმსივნეთა სამ ჯგუფს. ნაკლებად ავთვისებიანი ანუ პოტენციურად ავთვისებიანია პაპილარული ცისტადენომა, რომელსაც, მიუხედავად კეთილთვისებიანი შენებისა, აქვს მიდრეკილება განმეორებითი რეციდივებისა და სისხლძარღვებში ჩაზრდისკენ. მისი გაავთვისებიანების შემთხვევაში ყალიბდება პაპილარული ადენოკარცინომა და ავთვისებიანი ადენომა, რომლებსაც საშუალო ხარისხის ავთვისებიანი სიმსივნეების ჯგუფს მიაკუთვნებენ. უკანასკნელ ჯგუფში შედის ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა შენების სარკომა, მათ შორის - ლიმფოსარკომაც.

სიმპტომები და მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიმფური კვანძის მეტასტატიკური დამარცხება, ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბოს დროს.

ფრისებრი ჯირკვლის კიბოს საწყის სტადიაში კლინიკური სიმპტომატიკა თითქმის შეუმჩნეველია. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ავთვისებიანი სიმსივნე ვითარდება ხანგრძლივი კეთილთვისებიანი ჩიყვის ფონზე. წარმონაქმნის კარცინომად ქცევის ერთ-ერთ პირველ ობიექტურ სიმპტომს წარმოადგენს უკვე არსებული კვანძის სწრაფი ზრდა, გამკვრივება და ზედაპირის ხორკლიანობა.

ხშირად გასინჯვისას ავადმყოფს ფარისებრ ჯირკვალში უსიმპტომო პროგრესირებად კვანძს აღმოუჩენენ. ასეთ შემთხვევაში ეჭვობენ კარცინომას (მიუხედავად იმისა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ერთეული კვანძი უმეტესად კეთილთვისებიანი ბუნებისაა).

ჯანმრთელ ჯირკვალში სიმსივნური კვანძი ერთ-ერთ წილში, უმეტესად მის ქვედა პოლუსში ვითარდება. სიმსივნე იშვიათად ვრცელდება ორივე წილში. წარმონაქმნი თავდაპირველად მრგვალი, გლუვი და ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილზე მკვრივი კონსისტენციისაა. ზრდის კვალდაკვალ იგი ხორკლიანი ხდება, კარგავს მკვეთრ საზღვრებს და იპყრობს ერთ ან ორივე წილს. ხშირად სიმსივნე უკან, კაფსულაში იზრდება, აწვება შებრუნებით ნერვსა და ტრაქეას, იწვევს ხმის ჩახლეჩას, სუნთქვის გაძნელებასა და ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. საყლაპავის მიჭყლეტის შემთხვევაში ვითარდება დისფაგია (ყლაპვის პროცესის დარღვევა). შემდგომში სიმსივნურ პროცესში ერთვება კისრის კუნთებბი და სისხლძარღვები. ჯანზე ჩნდება ვენური ქსელი.

დაზიანების მხარეს ლიმფური კვანძების ზრდა წარმონაქმნის გაავთვისებიანებაზე მიუთითებს. ათიდან 5 შემთქვევაში ბავშვებს კიბო დიაგნოზს სწორედ კისრის ლიმფური კვანძების გადიდების შემდეგ უსვამენ.

კვანძის მხარეს ხმის იოგების დამბლა იმაზე მიუთითებს, რომ კიბო ინფილტრირებულია ხორხის შებრუნებით ნერვში. ვინაიდან ხმის იოგების დამბლა შვსაძლოა ხმის ცვლილებათა გარეშე მიმდინარეობდეს, ხმის ნაპრალი პირდაპირი ლაპარასკოპიით უნდა დათვალიერდეს.

მეტასტაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივ, სიმსივნე მეტასტაზერებას არ განიცდის. მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის მაღალდიფრნცირებული კიბო (ფარისებრი ჯირკვლის კიბოს წვრილუჯრედოვანი და ანაპლაზიური ფორმები და სხვადასხვა შენების სარკომა) იწვევს მეტასტაზებს — თანაც საკმაოდ ადრე — ფილტვებში, ღვიძლში, თირკმლებში, პლევრაში, ტვინსა და სხვა ორგანოებში. ზომიერი ავთვისებიანობის სიმსივნემ შვსაძლოა მხოლოდ კისრის ლიმფური კვანძების მეტასტაზირება გამოიწვიოს.

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის (უპირველეს ყოვლისა — კარცინომის) დასადგენად უნდა ჩატარდეს კვლევათა მთელი წყება.

კიბოზე ეჭვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კვლევა არცთუ ისე ინფორმაციულია, ვინაიდან ამ ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობას ჰორმონული ატრიურობა არ ახასიათებს. ჰორმონულად აქტიურია თირეოიდული სიმსივნეების მხოლოდ 1%.

ადრეულ სტადიაში დიაგნოზი დაისმის ჯირკვლის ერთ-ერთ წილში სიმსივნური წარმონაქმნის (ან ადრე არსებული ჩიყვის) ზრდის, მისი ზედაპირის ხორკლიანობის, შეზღუდული მოძრაობის, ფარისებტ ჯირკვალში დაჭიმულობისა და მოხრჩობის შეგრძნების საფუძველზე.

დიაგნოსტიკაში დიდი ადგილი უკავია ფარისებრი ჯირკვლის რადიაქტიური იოდით განხორციელებულ რადიოიზოტოპურ სკანირებას, რომლის დროსაც სიმსივნის კერა გამოისახება იზოტოპის ავსების დეფექტის სახით (ავსების დეფექტი — კონტრასტული ნივთიერებით საკვლევი არის არაერთგაროვანი ავსება), მაგრამ რადიოიზოტოპური სკანირება არ იძლევა კეთილთვისებიანი ცივი კვანძის ავთვისებიანისგან დიფერენცირების საშუალებას. არანაკლებ მნიშვნელობას იძენს ის მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის მეტასტაზების დიაგნოსტირებასას, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდსაც მათ შესწევთ იოდშემცველი პრეპარატების დაგროვების უნარი ან პაციენტს გადატანილი აქვს ოპერაცია და ამოკვეთილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების კეთილთვისებიანობისა და ავთვისებიანობის დიფვრენციული დიაგნოსტიკის ყველაზე უტყუარი გზაა პუნქციური ბიოფსია. მორფოლოგიური დიაგნოზი დაისმის სიმსივნის ან კისრის მეტასტაზური კვანძების პუნქციის შემდეგ — ვს მანიპულაცია იძლევა ნათელ წარმოდგენას სიმსივნის ჰისტოლოგიური ფორმისა და გავრცელების ხარისხის შვსახებ. როდესაც კიბოს ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია (მკვეთრი სიმპტომების არარსებობა, წარუმატებელი ციტოლოგიური კვლევა), ჰისტოლოგიური კვკლევა უშუალოდ ოპრერაციის მსვლელობის დროს ტარდება და მისი შედეგის მიხედვით განისაზღვრება ქირურგიული ჩარევის მასშტაბურობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედიცინის დიდი ცნობარი ტომი II, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია, გამომცემლობა პალიტრა L, თბ 2016 წელი, გვ.458-459

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]