შინაარსზე გადასვლა

ჰიპერტექსტური მარკირების ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
HTML
(ჰიპერტექსტური მარკირების ენა)
ფაილის გაფართოება:.html, .htm
MIME type:text/html
ტაიპ-კოდი:TEXT
Uniform Type Identifier:public.html
დაამუშავა:World Wide Web Consortium და WHATWG
ფორმატის ტიპი:აღწერის ენა
წინა ვერსია:SGML
შემდეგი ვერსია:XHTML
სტანდარტ(ებ)ი:ISO/IEC 15445
W3C HTML 4.01
W3C HTML5 (draft)

ჰიპერტექსტური აღწერის ენა (ინგლ. HTML - HyperText Markup Language) — ტიმ ბერნერს-ლის მიერ 1993 წელს შექმნილი აღწერის ენა, რომელიც განკუთვნილია ვებ-გვერდების და საიტების შესაქმნელად და ინფორმაციის გასავრცელებლად ინტერნეტის საშუალებით.

HTML დაწერილია HTML ელემენტების ფორმით, რომელიც შედგება ტეგებისგან, რომლებიც გვერდის შინაარსში მოქცეულია კუთხიან ფრჩხილებში (როგორც <html>). HTML ტეგები ძირითად წყვილად არის წარმოდგენილი, როგორც <h1> და </h1>, თუმცა ზოგიერთი ტეგი ცარიელ ელემენტს წარმოადგენს და ამიტომ არაწყვილია, მაგალითად <img>. წყვილის პირველი ტეგი არის საწყისი ტეგი, ხოლო მეორე - დაბოლოება. მათ შორის დიზაინერები ამატებენ ტექსტს, სხვა ტეგებს, კომენტარებს და ტექსტზე დაფუძნებული შინაარსის სხვა ტიპებს.

ბრაუზერის დანიშნულებაა HTML დოკუმენტების წაკითხვა და მათი ხილვადი ან მოსმენადი გვერდების სახით გამოტანა. ბრაუზერი არ აჩვენებს HTML ტეგებს, იგი მათ იყენებს გვერდის შიგთავსის ასახვისთვის.

HTML ელემენტები წარმოადგენენ ყველა საიტის შემადგენელ ნაწილს. HTML-ის მეშვეობით დასაშვებია სურათებისა და ობიექტების გვერდზე ასახვა, ისევე, როგორც ინტერაქტიული ფორმების შექმნა. შესაძლებელია სტრუქტურული დოკუმენტების შექმნა, რაც ხდება ტექსტის სტრუქტურული სემანტიკის აღნიშვნით, მაგალითად აბზაცებით, სიებით, სათაურებით, ბმულებით, ციტირებებით და სხვა ელემენტებით. HTML-ში შესაძლებელია სხვადასხვა სკრიპტის თანდართვაც, რომლებიც დაწერილია ჯავასკრიპტის მსგავს ენებზე. ამით ხდება HTML გვერდზე ასახული მოქმედებების კონტროლი.

ბრაუზერები აგრეთვე აღჭურვილია CSS ელემენტებზე წვდომის ფუნქციით. ამით ხდება გვერდის ზოგადი სახის, ტექსტის ფორმატირებისა და სხვა მასალების გლობალური კონტროლი. W3C, რომელიც HTML და CSS სტანდარტებზე მუშაობს, მომხმარებელს ურჩევს CSS-ის გამოყენებას და ზედმეტი რაოდენობის HTML კოდირების შემცირებას.[1]

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინტერნეტში განსათავსებელი ინფორმაციისათვის საჭირო სახის მისაცემად (ეს ინფორმაცია, ძირითადად, web-საიტების სახით არსებობს) ბაზისურ ინსტრუმენტად რჩება HTML ენა. HTML 5 ჰიპერტექსტის მონიშვნის ენა – წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილი HTML (HTML 4.0 - 1997)-ის განვითარების შემდგომ საფეხურს. მასზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო სპეციალისტების ორმა ჯგუფმა. ეს ჯგუფებია:

  • Aplle.
  • Opera და Mozilla Fundation პოპულარული ბრაუზერების დამპროექტებელი სპეციალისტებისაგან ჯერ კიდევ 2004 წელსშემდგარი მუშა ჯგუფი WHATWG (Web Hypertext ApplicationTechnology Working Group). მათ, ინტერნეტის განვითარების მიზნით, მუშაობა დაიწყეს Web Applications 1.0 სახელწოდებისპროექტზე, რომლის იდეებიც შემდგომ გამოყენებული იქნა ამავე ჯგუფის მიერ შემუშავებულ ახალ სტანდარტში Web Forms 2.0. სწორედ ეს სტანდარტი იქცა HTML 5 ენის ერთ-ერთ წყაროდ. იგი 2014 დამთავრდა. W3C (World Wide Web Consortium) – ინტერნეტის სტანდარტებზემომუშავე მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელიამსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი ტიმოთი ჯონ ბერნერს-ლი. (აღსანიშნავია, რომ სწორედ ბერნერსლი არის HTML ენის შემქმნელი).


აღნიშნული ჯგუფის დამსახურება არის ის, რომ HTML 5 ენა მთლიანად შეესაბამება პროგრამირების სფეროში დღეს ფრიად პოპულარული XML ენის სტანდარტებს. HTML 5-ის შექმნის მიზანი არის HTML ენის გაუმჯობესება უახლესი მულტიმედიური საშუალებების მხარდაჭერის მიმართულებით, ამასთან, HTML-კოდის აღქმის გაადვილება როგორც ადამიანის, ისე – WEB-ბრაუზერისათვის. ხაზგასასმელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი HTML 5 თავსებადია თავის წინამორბედებთან HTML 4.01-სა და XHTML 1.1-თან, ხოლო ბრაუზერების ძველი ვერსიების მიერ უბრალოდ იგნორირება ხდება HTML 5-ში შემოტანილი სიახლეების (ელემენტების). HTML 4 ვერსია ცნობილია. სანამ დეტალურად შეისწავლით საკითხს, თუ რა განასხვავებს HTML 5-ს მისი უშუალო წინამორბედისაგან, კარგი იქნება თუ გაეცნობით XHTML სახელით ცნობილ ამ ორ ვერსიას შორის არსებულ, ასე ვთქვათ, შუალედურ რგოლს, რომელიც, ჯერ ერთი, დღესაც წარმატებით გამოიყენება საიტების შესაქმნელად და მეორეც – თავისი არსით იგი თავისთავადაც წარმოადგენს ვებ-დამპროექტებლებისთვის ინტერესების სფეროს. XHTML (ჰიპერტექსტის მონიშვნის გაფართოებული ენა) არის HTML ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით გადადგმული შემდგომი ნაბიჯი. თავისივე სახელწოდებიდან გამომდინარე, იგი განკუთვნილია HTML ენის(დავაზუსტოთ – HTML 4 ენის) შესაძლებლობების გაფართოებისათვის. გარკვეული თვალსაზრისით, XHTML ენა შესაძლებელია განიხილოს, როგორც შუალედური გადაწყვეტილება აღნიშნული მიმართულებით, რადგან დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ სულ მალე ამასპარეზზე სრულ უპირატესობას მოიპოვებს HTML 5 ტექნოლოგია. XHTML ენის პირველი ვერსიის სპეციფიკაცია XHTML-1.0 ამ საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნდა W3C კონსორციუმის მიერ. შემდეგ მას მოჰყვა რიგი მოდიფიკაციებისა. 2010 წლისათვის ბოლო ვერსიასწარმოადგენდა XHTML-2.0. შემდგომ კი ახალ ვერსიებზე მუშაობა შეწყდა და მიზნად იქნა დასახული, პროგრამისტების ძალები და სხვა რესურსები დაესაქმებინათ HTML 5 ტექნოლოგიის შექმნაზე. მთავარი ნიშან-თვისება, რომელიც XHTML-ს განასხვავებს წინამორბედისაგან HTML 4-საგან, ის არის, რომ XHTML-ზედაწერილი დოკუმენტის დამუშავება ხდება ისეთივე პარსერით, როგორიც განკუთვნილია XML-ენაზე შექმნილი კოდების გასაანალიზებლად. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში დოკუმენტის დამპროექტებელთა მიერ დაშვებული შეცდომების გასწორება არ ხდება.
შენიშვნა: პარსერი (სინტაქსური ანალიზატორი) არის მოდული, რომლითაც ტარდება პროგრამული კოდის სინტაქსური ანალიზი – შეესაბამება თუ არა კოდის შემადგენელი ნაწილები (ლექსემები) მოცემული ენის ფორმალურ გრამატიკას. აღსანიშნავია, რომ პარსერის არჩევაზე არავითარ გავლენას არ ახდენს DOCTYPE დეკლარაციის შემცველობა. ბრაუზერი დოკუმენტის დასამუშავებლად პარსერის არჩევანს ახდენს სერვერისაგან მოწოდებული, content-type დასათაურებაში შემავალი შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:

  • HTML – text/html
  • XHTML – application/xhtml+xml
  • კლიენტზე ლოკალური დათვალიერების წესი განისაზღვრება ფაილის გაფართოების მიხედვით.
  • Internet Explorer-ში XHTML დოკუმენტების დათვალიერება შესაძლებელია ბრაუზერის მხოლოდ მე-9 ვერსიიდან.
  • ხშირ შემთხვევაში, HTML ენისაგან განსხვავებით, XHTML-ის პარსერი ჩვენ მაგივრად არ იღებს გადაწყვეტილებას W3C კონსორციუმის რეკომენდაციით, კოდში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ბრაუზერმა უნდა შეწყვიტოს დოკუმენტის დამუშავება და მომხდარი მოვლენის შესახებ შეტყობინება გასცეს. ჩამოსათვლელია ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს XHTML დოკუმენტი (ფაქტობრივად, თავისებურებანი, რომლებიც მას განასხვავებს HTML დოკუმენტისაგან):
  • ტეგებისა და ატრიბუტების სახელები იწერება მხოლოდ და მხოლოდ პატარა ასოებით, მაგალითად, ასე:
     <img  alt=""  />
    და არა როგორც
    <IMG ALT="" /> 
    .ყველა ელემენტი აუცილებლად უნდა დაიხუროს ბოლო ტეგით. ამასთან, ცარიელი (დროებით მნიშვნელობის არმქონე) ან ერთტეგიანი ელემენტები შემდეგი სახით უნდა წარმოიდგინოთ:
    <br />, <p />
    ბულის ტიპის ატრიბუტების სახელწოდებები და მნიშვნელობები იწერება მხოლოდ გაშლილი სახით. მაგალითად, ამგვარად:
    <option selected="selected">
    ან
    <td nowrap="nowrap">.
    დუმილით, XHTML დოკუმენტისათვის კოდირების სისტემად არჩეულია UTF-8 (HTML ენაში კი ასეთად მიიჩნეოდა ISO 8859-1). არის კიდევ სხვა, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ნიუანსებიც,მაგალითად, ის, თუ რა განასხვავებს ერთმანეთისაგან XHTML-დოკუმენტის ტიპებს
    (ამ ინფორმაციის მიღება ინტერნეტიდანაც შეიძლება). აღსანიშნავია, რომ DTD დასამუშავებელი დოკუმენტის ტიპის განსაზღვრება დოკუმენტის თავშივე მოიცემა. XHTML დოკუმენტისათვის განსაზღვრულ ყველაზე გავრცელებული ტიპები:
* XHTML 1.0 Strict
<!DOCTYPE html PUBLIC "-//W3C//DTD XHTML 1.0
Strict//EN" "http://www.w3.org/TR/xhtml1/DTD/xhtml1-
strict.dtd">
* XHTML 1.0 Transitional
<!DOCTYPE html PUBLIC "-//W3C//DTD XHTML 1.0
Transitional//EN"
"http://www.w3.org/TR/xhtml1/DTD/xhtml1-
transitional.dtd">
* XHTML 1.0 Frameset
<!DOCTYPE html PUBLIC "-//W3C//DTD XHTML 1.0
Frameset//EN" "http://www.w3.org/TR/xhtml1/DTD/xhtml1-
frameset.dtd">
* XHTML 1.0 Mobile
<!DOCTYPE html PUBLIC "-//WAPFORUM//DTD XHTML Mobile
1.0//EN" "http://www.wapforum.org/DTD/xhtml-
mobile10.dtd">
XHTML 1.1
<!DOCTYPE html PUBLIC "-//W3C//DTD XHTML 1.1//EN"
"http://www.w3.org/TR/xhtml11/DTD/xhtml11.dtd">

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]