ჰილდეგარდ კნეფი
ჰილდეგარდ კნეფი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 28 დეკემბერი, 1925[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ულმი[1] |
წარმოშობა | გერმანელი |
გარდ. თარიღი | 1 თებერვალი, 2002[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (76 წლის) |
გარდ. ადგილი | ბერლინი[1] |
დასაფლავებულია | Waldfriedhof Zehlendorf |
ჟანრ(ებ)ი | გერმანული შანსონი |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი, მწერალი |
საიტი | hildegardknef.de |
ჰილდეგარდ კნეფი ვიკისაწყობში |
ჰილდეგარდ კნეფი (დ. 28 დეკემბერი, 1925, ულმი, გერმანია — 1 თებერვალი, 2002, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი მსახიობი, მომღერალი, სინქრონული მოსაუბრე, მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ჰანს თეოდორ კნეფისა და ფრიდა აუგუსტა კნეფის ოჯახში, ულმში. 1926 წელს, სიფილისით გარდაიცვალა ჰილდეგარდის მამა და ოჯახი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად.
ჰილდეგარდი სამჯერ იყო დაქორწინებული: პირველად 1947-1953 წლებში, კურტ ჰირშზე. მეორედ, 1962-1976 წლებში ბრიტანელ მსახიობ დევიდ ქემერონზე, რომლისგანაც ერთადერთი ქალიშვილი, ქრისტინა ანტონია (დაიბადა 1968 წლის 16 მაისს, მიუნხენში) შეეძინა. მესამე ქორწინებაში, პაულ რუდოლფ ფრეიჰერთან, 1977-2002 წლებში, გარდაცვალებამდე იყო.
ჰილდეგარდმა კინო-კარიერა 1946 წელს დაიწყო, მას მოჰყვა არაერთი როლი ჰოლივუდში. მოგვიანებით კი გერმანული შანსონშიც სცადა ბედი და შემოქმედებითად აქტიური იყო თითქმის სიცოცხლის ბოლომდე.
ჰილდეგარდ კნეფი გარდაიცავალა 2002 წლის 1 თებერვალს, ბერლინში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰილდეგარდ კნეფის ოფიციალური ბიოგრაფია და ვებ-გვერდი
- ჰილდეგარდ კნეფის ფილმოგრაფია და ბიოგრაფია - Filmportal.de
- ინტერვიუ ჰილდეგარდ კნეფთან, 1995
- ჰილდეგარდ კნეფი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118563645 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Munzinger Personen