ჰიბრიდიზაცია (ქიმია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთხი sp3 ორბიტალი ქმნის ტეტრაგონალურ ანუ ტეტრაედრულ ფორმის.
სამი sp2 ორბიტალი ქმნის ტრიგონალურ ანუ სამკუთხედისებურ ფორმას.
ნახშირბადი გადადის აღგზნებულ მდგომარეობაში

ჰიბრიდიზაცია — ატომური ორბიტალების შერწყმა და ახალი ორბიტალის წარმოქმნა. ჰიბრიდიზაციის კონცეფცია ჩამოაყალიბეს 1931 წელს პოლინგმა, სლეტერმა და, მათგან დამოუკიდებლად, მალიკენმა და ჰუნდმა მეთანის გეომეტრიის ასახსნელად.

ტეტრაგონალური ჰიბრიდიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიბრიდიზაციის კონცეფციის ავტორებმა დაუშვეს, რომ მეთანში ნახშირბადი ქიმიურ ბმებს წარმოქმნის არა «სუფთა» s და p ორბიტალებით, არამედ მათი გადანაწილების („შერწყმის“) შედეგად მიღებული ოთხი ექვივალენტური sp3 ჰიბრიდული ორბიტალით, რომლებიც მიმართულია ტეტრაედრის ცენტრიდან – ნახშირბადის ატომგულიდან – მისი წვეროებისკენ. ამას ტეტრაგონალური (ანუ sp3) ჰიბრიდიზაცია ეწოდა [1]. კუთხე sp3 ჰიბრიდულ ორბიტალებს შორის 109°28'-ის ტოლია.

ტრიგონალური ჰიბრიდიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორმაგი ნახშირბად-ნახშირბადი ბმის შემცველ ნაერთებში ხდება sp2 ჰიბრიდიზაცია, რასაც ტრიგონალური ჰიბრიდიზაცია ეწოდება. ამ დროს ჰიბრიდიზაციაში მონაწილეობს ორი 2p და ერთი 2s ორბიტალი. ჰიბრიდული sp2 ორბიტალები განლაგებულია ერთ სიბრტყეში და კუთხე მათ შორის 120°-ის ტოლია. დარჩენილი ერთი p ორბიტალი განლაგებულია sp2 ორბიტალების სიბრტყის მართობულად.[1].

დიგონალური ჰიბრიდიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამმაგი ნახშირბად-ნახშირბადი ბმის შემცველ ნაერთებში ხდება sp ჰიბრიდიზაცია, რასაც დიგონალური (წრფივი) ჰიბრიდიზაცია ეწოდება. ამ დროს ჰიბრიდიზაციაში მონაწილეობს ერთი 2p და ერთი 2s ორბიტალები. კუთხე sp ორბიტალებს შორის 180°-ია. დარჩენილი ორი 2p ორბიტალი განლაგებულია ჰიბრიდული sp ორბიტალების შემაერთებელი წრფის ურთიერთპერპენდიკულარულ ორ სიბრტყეში. ასე, რომ აცეტილენში დამყარებულია ორი სიგმა (ცჰ) ერთი სიგმა (ცც) და ორი პი ბმა. C≡C სამმაგი ბმის სიგრძეა 0.120 ნმ, ენერგია 810კჯ/მოლი.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 საყმაწვილო ენციკლოპედია:ქიმია; დილა, თბილისი ,2006.