შინაარსზე გადასვლა

ჰექსაზინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰექსაზინი
ჰექსაზინი: ქიმიური ფორმულა
ჰექსაზინი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაჰექსაზინი[1]
ტრადიციული სახელწოდებაჰექსააზაბენზოლი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა84.042 /მოლი

ჰექსაზინი, ასევე ცნობილი როგორც ჰექსააზაბენზოლი — ჰიპოთეტური აზოტის ალოტროპია ფორმულით . მოლეკულაში აზოტის ატომები ერთმანეთს მონაცვლეობით უკავშირდებიან ერთმაგი და ორმაგი ბმებით, რითაც ეს მოლეკულა ემსგავსება ბენზოლის ბირთვს. ეს ნაერთი იქნებოდა აზაბენზოლების საბოლოო წევრი, სადაც ბენზოლის ბირთვში ყველა მეთინის ჯგუფს აზოტი ჩაანაცვლებდა.

ჰექსაზინის მოლეკულა სტრუქტურულად ჰგავს ძალიან სტაბილურ ბენზოლის მოლეკულას. ბენზოლის მსგავსად, სავარაუდოდ, ჰექსაზინიც უნდა იყვეს არომატული მოლეკულა. გარდა ამისა, გამოთვლებით იქნა დადგენილი, რომ ჰექსაზინის მოლეკულა ძალზე არასტაბილურია, შესაძლოა ამის გამომწვევი მიზეზი აზოტის ატომებზე მყოფი ელექტრონული წყვილი იყვეს.[2]

  1. Hexazine - PubChem Public Chemical Database. The PubChem Project. National Center for Biotechnology Information.
  2. J. Fabian and E. Lewars (2004). „Azabenzenes (azines) — The nitrogen derivatives of benzene with one to six N atoms: Stability, homodesmotic stabilization energy, electron distribution, and magnetic ring current; a computational study“ (PDF). Canadian Journal of Chemistry. 82 (1): 50–69. doi:10.1139/v03-178. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2005-03-29.