ჰერმიონე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერმიონესა და ორესტესის შეხვედრა

ჰერმიონე (ძვ. ბერძნ. Ἑρμιόνη) — სპარტის მეფე მენელაესა და ელენეს ასული.[1]

ჰომეროსის თანახმად, ტროას ომის დროს ორაკულმა იმისნა, რომ ნეოპტოლემოსის გარეშე ომი არ დასრულდებოდა. ამიტომ მენელაემ თავისი ასული ჰერმიონე ცოლად აღუთქვა ნეოპტოლემოსს. ჰომეროსის შემდგომდროინდელი მითები გვიამბობენ ჰერმიონესა და ორესტესის ქორწინებაზე. მათ შეეძინათ ვაჟი, ტისამენოსი, რომლის მეფობის დროსაც ჰერაკლიდები შეიჭრნენ პელოპონესოსში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гесиод. Перечень женщин, фр. 175 М.-У.; Гомер. Одиссея IV 14.