ჰერმან IV (ბადენის მარკგრაფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერმან IV
Hermann IV.
ბადენის მარკგრაფი
მმართ. დასაწყისი: 1160
მმართ. დასასრული: 1190
წინამორბედი: ჰერმან III
მემკვიდრე: ჰერმან V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1135
გარდ. თარიღი: 1190
მეუღლე: ბერტა ფონ ტიუბინჰენი
შვილები: ჰერმან V, ჰაინრიხ I, ფრიდრიხ I, იუტა, ბერტა, გერტრუდა
დინასტია: ცერინგენები
მამა: ჰერმან III
დედა: ბერტა ჰოჰენშტაუფენი

ჰერმან IV (გერმ. Hermann IV.; დ. 1135 — გ. 13 სექტემბერი, 1190) — ბადენის მარკგრაფი და ვერონის სახელოვანი მარკგრაფი 1160 წლიდან. ჰერმან III-ისა და ბერტა ჰოჰენშტაუფენის, გერმანიის მეფის, კონრად III-ის ქალიშვილის შვილი.

იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჯერ მილანის ალყაში და შემდეგ განადგურებაში (1161—1162).

1189 წელს, მარკგრაფი ჰერმან ბადენელი გაემგზავრა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში და გარდაიცვალა წმინდა მიწაზე, ანტიოქიაში.

ოჯახი და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 1162 წელს, ჰერმან IV დაქორწინდა ბერტაზე (გარდ. 1169 წლის 24 თებერვალს), საქსონიის პფალცგრაფ, ლუდვიგ ფონ ტიუბინჰენის ქალიშვილზე, რომელთანაც ჰერმანს შეეძინა შვილები:

  • ჰერმან V (გარდ. 1243 წლის 16 იანვარს), ბადენის მარკგრაფი
  • ჰაინრიხ I (გარდ. 1231 წლის 2 ივლისს), ბადენ-ჰაჰბერგის მარკგრაფი
  • ფრიდრიხ I (1161—1217), ბადენის მარკგრაფ-თანამმართველი
  • იუტა
  • ბერტა
  • გერტრუდა († 1225-მდე) დაქორწინდა ალბრეხტ II-ზე, ეგისჰეიმისა და დაგსბურგის გრაფზე († 1211)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]