ჰარი (პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰენრი (პრინცი))
პრინცი ჰენრი
Prince Henry
Prince Harry at the 2017 Invictus Games opening ceremony.jpg
პრინცი ჰარი 2014 წლის სექტემბერში
გაერთიანებული სამეფოს პრინცი
მმართ. დასაწყისი: 15 სექტემბერი, 1984
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: პრინცი ჩარლზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 სექტემბერი, 1984 (1984-09-15) (38 წლის)
დაბ. ადგილი: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
მეუღლე: მეგან მარკლი
(ქ. 2018)
შვილები: არჩი
დინასტია: უინძორები
მამა: პრინცი ჩარლზი
დედა: პრინცესა დაიანა
რელიგია: ანგლიკანიზმი

პრინცი ჰენრი (ინგლ. Henry Charles Albert David; დ. 15 სექტემბერი, 1984, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), უფრო მეტად ცნობილია პრინცი ჰარის სახელით — გაერთიანებული სამეფოს ტახტის მე-6 მემკვიდრე, პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანას უმცროსი შვილი, ელისაბედ II-ისა და ჰერცოგ ფილიპეს შვილიშვილი.

პრინცი ჰარი დაიბადა 1984 წლის 15 სექტემბერს, ლონდონში. სწავლის დასრულების შემდეგ, მან სამხედრო კარიერა აირჩია და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. 2012-2013 წლებში, 20 თვის განმავლობაში ჰარი ავღანეთშიც იმყოფებოდა. პრინცმა საკუთარი სამხედრო კარიერა 2015 წლის ივნისში დაასრულა.

პრინცი ჰენრის სასიყვარულო ურთიერთობებზე პრესაში ყოველთვის ძალიან ბევრი იწერებოდა.

პრინცი ჰენრი დაქორწინდა 2018 წლის 19 მაისს. მისი მეუღლე გახდა მეგან მარკლი. ისინი ქორწინების შემდეგ ლონდონში, ნოტინჰემ კოტეჯში ცხოვრობენ, კენსინგტონის სასახლეში.

არსებობს ვერსია, რომ პრინცი ჰენრის ბიოლოგიური მამა არა პრინცი ჩარლზი, არამედ ჯეიმზ ჰევითია, რომელთანაც დაიანას ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს ვერსია არ დასტურდება. ამას არ ადასტურებს არც თავად ჯეიმზი და იგი აცხადებს, რომ როცა დაიანას და მისი ურთიერთობა დაიწყო, ჰენრი უკვე დაბადებული იყო.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Hewitt denies Prince Harry link“. BBC News. 21 September 2002.