ჰენრიეტ სეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰენრიეტ სეთი
Seth F. Henriett Borcsok Eniko Balint Andras.JPG
ჰენრიეთ სეთი ცენტრში
დაბ. სახელი ფაიჩაკ ჰენრიეტა
დაბ. თარიღი 27 ოქტომბერი, 1980
ეგერი, უნგრეთი
ეროვნება უნგრელი
მოქალაქეობა უნგრეთის დროშა უნგრეთი
საქმიანობა მწერალი
მხატვარი
პოეტი
ცნობილი ნაშრომები „ჩაკეტილი ჩემს თავში აუტიზმთან ერთად“

ჰენრიეტ სეთი (Henriett Seth F., ნამდვილი სახელი ჰენრიეტა ფაიჩაკი (უნგრ. Fajcsák Henrietta); დ. 27 ოქტომბერი, 1980, ეგერი, უნგრეთი) — უნგრელი აუტიზმის მქონე მწერალი, მხატვარი და პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაიჩაკ ჰენრიეტა დაიბადა 1980 წლის 27 ოქტომბერს უნგრეთის ქალაქ ეგერში. ბავშვობაში უჭირდა კომუნიკაცია და თვალით კონტაქტიც კი. როცა მისმა მშობლებმა შეიტანეს განაცხადი მის სკოლაში მიღებაზე 1987 წელს, მის ქალაქში არსებულმა ყველა სკოლამ უარი თქვა მის მიღებაზე, ჰენრიეტის მწირი კომუნიკაციური უნარების გამო. მიუხედავად ამისა, ჰენრიეტმა ისწავლა საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების მეშვეობით.

მან 7 წლის ასაკში დაიწყო ფლეიტაზე დაკვრა, ხოლო 11 წლის ასაკში დაინტერესდა კონტრბასით. 13 წლის ჰენრიეტი უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული იყო, თავისი აბსტრაქტული და სიურრეალისტური ნახატებითა და პოეზიით. 18 წლის ჰენრიეტმა აიღო გეზა გარდონის პრიზი მისი ხელოვნებისა და პოეზიისათვის. მას შემდეგ მან შეისწავლა ფსიქოლოგია და დაწერა თავისი სახელგანთქმული წიგნი „ჩაკეტილი ჩემს თავში აუტიზმთან ერთად“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]