შინაარსზე გადასვლა

ჰენრიეტა ლაგვილავა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრიეტა ლაგვილავა
ქვეყანა (სპორტი) დროშა: საქართველო საქართველო
დროშა: ბელარუსი ბელარუსი
დაბადების თარიღი 3 ივლისი, 1969 (1969-07-03) (57 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
წოდება ქალთა დიდოსტატი (2000)
მაქსიმალური რეიტინგი 2336 (იანვარი, 2000)

ჰენრიეტა ლაგვილავა (ბელარ. Генрыета Лагвілава; დ. 3 ივლისი, 1969, ქუთაისი) — საქართველოში დაბადებული ბელარუსი მოჭადრაკე, ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი (2000).

ჰენრიეტა ლაგვილავა დაიბადა 1969 წელს ქუთაისში. მისი საჭადრაკო კარიერა საქართველოში დაიწყო, სადაც ადრეულ ასაკშივე მიაღწია დიდ წარმატებებს. 1984–1985 წლებში იგი ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს სსრ-ის ჩემპიონი იუნიორთა შორის. 1985 წელს ჰენრიეტა ლაგვილავა საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის.[1] 1986 წელს მან წარმატებით იასპარეზა საკავშირო დონეზე და გახდა სსრკ-ის ჩემპიონი გოგონათა შორის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლაგვილავა საცხოვრებლად გადავიდა ბელარუსში. იგი წლების განმავლობაში იყო ამ ქვეყნის ქალთა ნაკრების ლიდერი და იცავდა ბელარუსის ღირსებას საერთაშორისო არენაზე. ბელარუსის ქალთა ეროვნულ ჩემპიონატებზე მან სამჯერ მოიპოვა საპრიზო ადგილი: ვერცხლი (2002) და ორჯერ ბრინჯაო (2001, 2004).[2]

საერთაშორისო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ჰენრიეტა ლაგვილავას მიენიჭა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის. იმავე წლის იანვარში მისმა რეიტინგმა პიკს მიაღწია — 2336 ქულა, რითაც იგი მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ასეულში (88-ე ადგილი) შევიდა.[3]

ლაგვილავამ ორჯერ იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე (ნოკაუტ-სისტემით):

  • 2000 (ნიუ-დელი): პირველ რაუნდში დათმო პარტია ალმირა სკრიპჩენკოსთან.[4]
  • 2001 (მოსკოვი): პირველ რაუნდში წააგო ინა გაპონენკოსთან.[5]

გუნდური გამოსვლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლიდან 2004 წლამდე ჰენრიეტა ლაგვილავა ბელარუსის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რეგულარულად მონაწილეობდა საჭადრაკო ოლიმპიადებზე:[6]

ამჟამინდელი მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად იგი მოღვაწეობს ბელარუსში. მუშაობს მინსკის ოლქის ოლიმპიური რეზერვის სპეციალიზებული საბავშვო-ახალგაზრდული სპორტული სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო-სპორტულ დარგში.[7]

  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995.
  2. ↑ Чемпионаты Беларуси среди женщин ru. shakhmaty.by.[მკვდარი ბმული]
  3. ↑ FIDE Top Women January 2000. FIDE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-01-21. ციტირების თარიღი: 2026-02-06
  4. ↑ 2000 FIDE Knockout Matches. Mark-Weeks.com.
  5. ↑ 2001-02 FIDE Knockout Matches. Mark-Weeks.com.
  6. ↑ Women's Chess Olympiads :: Genrieta Lagvilava. OlimpBase.
  7. ↑ Контакты — СДЮШОР ОАО «ММЗ имени С.И. Ваვიлова» ru. vavilova.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-17. ციტირების თარიღი: 2026-02-06